საქართველოს 16 მოქალაქე, რომლებიც ავღანეთში იმყოფებოდნენ, სამშობლოში ბრუნდებიან-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “Facebook”-ში წერს. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს მოქალაქეები უსაფრთხოდ არიან და უკვე თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებიან.
“საქართველოს 16 მოქალაქე, რომლებიც ავღანეთში იმყოფებოდნენ, სამშობლოში ბრუნდებიან. ჩვენი მოქალაქეები უსაფრთხოდ არიან, უკვე თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებიან და მალე საქართველოში იქნებიან!”-წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
წყარო: https://avianews.ge/saqarthvelos-16-moqalaqe-romlebits-avghanethshi-imqhophebodnen-samshobloshi-brundebian/