ავიაკომპანია Georgian Airways-ი თვითმფრინავი თელ ავივიდან გამოფრენას ვერ ახერხებს, რისი მიზეზიც ასაფრენ/დასაფრენი ბილიკის ბლოკირებაა.
“ჩვენი რეისი თელ ავივიდან (TLV–696) ჩამოფრინდება დაგვიანებით, ასაფრენი ბილიკის გადაკეტვის გამო. ისრაელის ავიაკომპანიები ატარებენ ინდუსტრიულ დემონსტრაციას Covid19–ის შეზღუდვების გამო, რომელიც დაწესებულია საავიაციო ინდუსტრიაზე. ისინი ბლოკავენ ასაფრენ ბილიკს და ამ მომენტში ჩვენი თვითმფრინავი, ისევე როგორც სხვები, აფრენას ვერ ახერხებს. აფრენის სავარაუდო დრო ჯერჯერობით უცნობია. ეკიპაჟმა და მგზავრებმა კარგად იციან არსებული მდგომარეობა”, აცხადებენ Georgian Airways-ში.
წყარო: https://avianews.ge/georgian-airways-i-thvithmphrinavi-thel-avividan-gamophrenas-ver-akherkhebs/