რეიკიავიკი – საოცარი ქალაქია. პატარა და მწვანეში ჩაფლული, ღამის მდიდარი ცხოვრებითა და არანაკლებ მდიდარი ისტორიის მქონე, საოცრად სუფთ ჰაერითა და უამრავი ღირშესანიშნაობებით, იგი არაერთხელ იქნა აღიარებული „ყველაზე და ყველაზე…“. მსოფლიოში ყველაზე ჩრდილოეთის დედაქალაქი, ყველაზე სუფთ და ყველაზე მდიდარი ქალაქი, ერთერთი ყველაზე კულტურული დედაქალაქი, ლიტერატურის ქალაქი – ყოველივე ეს „ზღვის კვამლიან უბეზე“, რეიკიავიკზე – ისლანდიის დედაქალაქზეა თქმული.

ქალაქში რამდენიმე ათეული თერმალური აუზია, მის ტერიტორიაზე არ არის სამრეწველო საწარმოები, ხოლო გეოთერმალური წყაროების წყლით ათბობენ სახლებს. ისტორიული ცენტრი, ძველი რეიკიავიკი, შესანიშნავია როგორც ადრესკანდინავური არქიტექტურის, ასევე, ტბებსა და ძველებურ შენობა – ნაგებობებს შორის განთავსებულ, კეთილმოწყობილ მდელოებზე აუჩქარებელი სეირნობის ადგილი.

ღოგორ ჩავაღწიოთ
რეიკიავიკამდე

თვითმფრინავით

„ვინაიდან ისლანდია განთავსებულია კუნძულზე,
სახმელეთო ტრანსპორტით რეიკიავიკამდე ჩაღწევა ვერ მოხერხდება. პირდაპირი
რეგულარული ავიარეისებიც არ არის. ზაფხულის სეზონში მათ, ზოგჯერ, ერთჯერადად
სთავაზობს ზოგიერთი ავიაკომპანია, თუმცა, უკეთესი იქნება გადაჯდომიანი მგზავრობის
ვარიანტზე ორიენტირება, მით უმეტეს, რომ ბილეთების ყიდვა სასურველია წინდაწინ.

რეისიდან რეისზე გადაჯდომის განხორციელება შესაძლოებელია მიუნხენში, რიგაში, პარიზში, ვარშავაში, ბერლინსა და სხვა ქალაქებში. თბილისიდან და ქუთაისიდან ამ მიმართულებით დაფრინავენ „ეირბალტიკი“, „პოლონეთის ავიახაზები“, „ეარფრანსი“, „აეროფლოტი“, „ლუფტჰანზა“ „ვიზეარი (ქუთაისიდან) “1 გადაჯდომით და სხვა. რეიკიავიკამდე გადაფრენის დროს შეგიძლიათ ისარგებლოთ თვითმფრინავებით „ისლანდეირ“ და „ისლანდ ექსპრესს“.

აეროპორტიდან ქალაქამდე

საერთაშორისო აეროპორტი კებლავიკი მდებარეობს რეიკიავიკიდან 50 კმ. დაშორებით, რითაც ავტობუსები მოძრაობენ ყოველი 45 წუთის ან რეისის მოფრენის შემდეგ გადიან ყოველი 40 – 50 წუთის განმავლობაში. აეროპორტიდან BSI–მდე (რეიკიავიკის ცენტრალურ ავტოსადგურამდე) კურსირებს ავტობუსები Flybus ან Gray Line Iceland – ეს ერთერთი ყველაზე იაფფასიანია. ბილეთების შეძენა შეიძლება წინასწარ, ოფიციალურ საიტზე ან ადგილზე, აეროპორტის სალაროში. ბილეთის ფასია – 5500 ISK, ან 6000 ISK. ფასები გვერდზე მითითებულია 2018 წლის ოქტომბრის ვითარებით.

ასევე, აეროპორტიდან ავტოსადგურამდე, ყოველ ერთ ან ორ საათში მოძრაობენ საქალაქო ავტობუსები Stræto. ბილეთი ცენტრამდე დაგიჯდებათ 2200 ISK.

აეროპორტიდან ქალაქამდე შეიძლება, ასევე, ტაქსით გამგზავრება – დაახლოებით 12000–14000 ISK

ბორანით
კოპენჰაგენიდან

თუ გადაჯდომის წერტილად შერჩეული გაქვთ კოპენჰაგენი – შეგიძლიათ ისარგებლოთ ბორანით, თუმცა, ეს არც თანხის და არც ვადის მხივ არის გამოსადეგი. დანიასა და ისლანდიას შორის კურსირებად ბორანზე, Smyril Line (ოფიციალური საიტი) ბილეთი თვითმფრინავზე უფრო ძვირი დაგიჯდებათ, ხოლო ცურვა მოგიწევთ 3 დღის განმავლობაში. სამაგიეროდ ამ ვარიანტით შეგიძლიათ ჩააღწიოთ რეიკიავიკამდე საკუთარი ავტომობილით – ევროპაში დანიის გავლით, შემდეგ კი ბორნით ისლანდიამდე.

ტრანსპორტი      

რეიკიავიკში მეტროთი მგზავრობას ვეღარ შეძლებთ,
ტრამვაიც აქ არ მოძრაობს. სამაგიეროდ არის ავტობუსების ფართო საქალაქო ქსელი
(ძვირია), შეგიძლიათ აიყვანოთ ტაქსი (კიდევ უფრო ძვირია!), ხოლო კუნძულ ვიდეიზე
თქვენ გაგასეირნებენ ბორანზე.

ავტობუსები  

რეიკიავიკში ტრანსპორტის ყველაზე პოპულარული სახეობაა – ავტობუსი. საავტომობილო გზების ქსელი განვითარებულია უაღრესად კარგად, არის შიდასაქალაქო და ქალაქშორისი რეისები. ავტობუსები ხშირად მოძრაობენ, ისინი სუფთა და თითქმის ყოველთვის სანახევროდ ცარიელია, ამასთან, შეღებილია კაშკაშ ყვითელ ფერში და მათი შემჩნევა ადვილია.

ბილეთები იყიდება დასტებად, 9 ცალი. შეგიძლიათ შეიძინოთ ერთი ან სამი დღის აბონემენტი. ეს მომგებიანია, თუკი ინტენსიურად ათვალიერებთ რეიკიავიკს და ბევრს მგზავრობთ ავტობუსით. ბილეთების ყიდვა შესაძლებელია მძღოლთანაც, თუმცა, დიდი ალბათობით, ხურდა მას არ აღმოაჩნდება, ასე რომ, უმჯობესია, თან იქონიოთ წვრილი ფული (ერთი გამგზავრება ჯდება 440 ISK, 6–18 წლის ასაკის ბავშვებისათვის – 210 ISK; ასევე არის 2900 ISK ღირებულების სამგზავრო, რომლითაც შეგიძლიათ მთელი დღე იმგზავროთ ავტობუსებით ან 3 დღიანი, 4200 ISK ღირებულების). თუ მოგიწევთ გადაჯდომით მგზავრობა – უკეთესი იქნება აიღოთ მძღოლთან ტალონი „სკიპტიმიდი“, რომელიც 75 წუთის განმავლობაში იმოქმედებს როგორც სამგზავრო.

მაგრამ, თუ დაგეგმილი გაქვთ ადგილობრივ მუზეუმებში სიარული, ყფრო მომგებიანი ვარიანტია – ბარათი Reykjavik Welcome Card. ერთ დღიანი ბარათი ღირს 3600 ISK და იძლევა საქალაქო ავტობუსებითა და კუნძულ ვიდეიზე ბორნით  შეუზღუდავი გადაადგილების შესაძლებლობას, ასევე, მუზეუმებში, აუზებსა და რეიკიავიკის სხვა ღირშესანიშნაობებში უფასო შესვლისა თუ ფასდაკლების მიღების შესაძლებლობას. უფრო დაწვრილებით – იხილეთ ქვემოთ.

ავტობუსები რეიკიავიკში არც ისე ხშირად მოძრაობენ, მაგრამ საიტზე straeto.is არის მარშრუტების მოხერხებული მგეგმავი. ის გიკარნახებთ, სად არის უახლოესი ტრანსპორტი და როგორ მოახდინოთ გადაჯდომა ყველაზე უკეთ შორი მგზავრობის შემთხვევაში. ამ მიზნებისათვის შეგიძლიათ გამოიყენოთ, ასევე, Stræto

ბორნები

გემები და ძრავიანი ხომალდები ახორციელებენ რეგულარულ გადაზიდვებს სანაპირო ქალაქებსა და დაბებს შორის, ასევე, სანაპიროსა და სამხრეთის კუნძულებს შორის. რეიკიავიკის ცენტრალური პორტიდან, Skarfabakki 10 –15 წუთის განმავლობაში შეიძლება კუნძულ ვიდეიმდე ჩაღწევა – ქალაქელების დასვენების პოპულარული ადგილი და ტურისტების მიზიდულობის ცენტრი. აქ მდებარეობს ქვეყანაში პირველი ქვის სახლი და მშვიდობის კოშკი – იოკო ონოს მიერ ჯონ ლენონის საპატივცემულოდ აგებული უჩვეულო ნაგებობა. კუნძულზე ბორნის მოძრაობის ცხრილი ექვემდებარება წელიწადის დროებს: 15 მაისიდან 30 სექტემბრამდე ისინი გადიან ყოველ საათში 10:15 სთ–დან 17:15 სთ–მდე, ზამთარში კი ბორანი გადის მხოლოდ უქმე დღეებში და აკეთებს დღეში 3 რეისს. ერთი გამგზავრება შეამსუბუქებს თქვენს საფულეს 1500 ISK – ით, Reykjavik Welcome Card ბარათების მფლობელებისთვის კი უფასოა.

საზღვაო ტრანსპორტის ბილეთები იყიდება პორტებში და
სპეციალიზებულ ტურისტულ ბიუროებში. ამ უკანასკნელში შეგიძლიათ შეუკვეთოთ საზღვაო
ექსკურსიები – მაგალითად, ვეშაპების ფოტო–საფარი.

ტურისტული ავტობუსები         

ისლანდიის დედაქალაქის ცენტრის ღირშესანიშნაობების დათვალიერება შეიძლება ავტობუსებით City Sightseeing bus, რომლებიც მოძრაობენ ყოველ ნახევარ საათში ერთხელ. კაშკაშ წითელი ფერის დაბლდკერების ნახვა შეიძლება ტურისტულ სეზონში მაისიდან აგვისტოს ჩათვლით. დღეღამური ბილეთი დაგიჯდებათ 3300 ISK.  

ტაქსები და ველოსიპედები

ისლანდიის კლიმატის გათვალისწინებით, ტაქსი
ტრანსპორტის ყველაზე კომფორტული სახეობაა, ამასთან, ყველაზე ძვირიც, მუშაობს
დღეღამურად და მრიცხველის თვლით. საშუალო მგზავრობა – არანაკლებ 2000 ISK, ღამის
საათებსა და დღესასწაულებში უფრო ძვირია. ტაქსის საფასურის გადახდა შეგიძლიათ
ნაღდი ფულით და ბარათით, შეკვეთა – ტელეფონით, ადგილზე აყვანა – რეიკიავიკის
ტაქსის ნებისმიერ სადგომზე ან გაჩერება ხელით. ჩაჯდომა მიღებულია უკანა
საჯდომებზე.

ქალაქსა და შემოგარენში მოგზაურობა მოხერხებულია ველოსიპედით – უნდა გაითვალისწინოთ, რომ ბევრი ღორღიანი გზაა და ხანდახან ძლიერი ქარი ამოვარდება ხოლმე. რეიკიავიკში არის ველოგზები და ველოგაქირავება; შეგიძლიათ აიღოთ საბავშვო და დიდი, საქალაქო და სამთო ველოსიპედები. ზოგიერთი ფირმა სთავაზობს ველოსიპედის ექსკურსიებს გიდთან ერთად.

Reykjavik Solstice 4K from O Z Z O Photography on Vimeo.

რეიკიავიკის
სასტუმროები

რეიკიავიკი – სტუმართმოყვარე ქალაქია. საცხოვრებლის პოვნა აქ შეიძლება ნებისმიერ გემოვნებაზე – იაფფასიანი, ერთლოგინა – ადგილიანი ხოსტელებით დაწყებული და აპარტამენტებით „ვარსკვლავების“ გარეშე, ძვირფასი 4–5* ვარსკვლავიანი სასტუმროებით დამთავრებული. არის სასტუმროები მწეველთათვის და არამწეველთათვის, ახალგაზრდებისა და საოჯახო წყვილებისათვის, კვების გარეშე და სისტემით „საწოლი – საუზმე“. საოჯახო ცხოველებით შესახლებაც უპრობლემოა. სასტუმროების უმეტესობა გაფორმებულია ტრადიციულ სკანდინავურ სტილში (ღია ფერის და სადა), ასევე, არის ძვირფასი ევროპული დიზაინიც.

Hotels ქართული: 3 stars

ოქროს ტურისტული შუალედი – სასტუმროები და აპარტამენტები 2–3*: ისინი კეთილმოწყობილი და არც ისე ძვირია. დღეღამური გაჩერების ღირებულება – 9000 – 15000 ISK. ღამის გასათევებლად კი ჰოსტელში მოითხოვენ 6600 ISK, ხოლო ლუქსის კლასის სასტუმროში 30000 ISK – დან. სასტუმროთა უმრავლესობაში, ყველაზე იაფფასიანშიც კი, შეგიძლიათ ავტომობილისა და ველოსიპედის ქირაობა. არის სადგომი, შემოგეთავაზებათ ტრანსფერი აეროპორტამდე.

Reykjavik
Card

ტურისტული ბარათი Reykjavik Card იძლევა არა მხოლოდ უფასო ავტობუსით მგზავრობის ნებართვას. მის მეშვეობით შეგიძლიათ უფასოდ ესტუმროთ თერმალურ აუზებსა და რეიკიავიკის ზოგიერთ გალერეასა და მუზეუმს, ასევე, ფასდაკლებების მიღება რესტორნებსა და სუვენირების მაღზიაში. ამას გარდა, ბარათის მეპატრონეებს შეუძლიათ უფასოდ ეწვიონ ზოოპარკს და უფასოდვე გაისეირნონ ბორნით კუნძულ ვიდეიმდე. ზოგიერთი ადგილობრივი ტურისტული კომპანია ბარათის წარდგენის შემთხვევაში იძლევა ფასდაკლებებს ისლანდიის საექსკურსიო ტურებზე.

Reykjavik Card ბარათი არის 1, 2 ან 3 დღიანი ვადით. ბარათის ღირებულება 18 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის – 1600/ 2600/ 3400 ISK, დიდებისთვის – 3800/ 5400/ 6500 ISK. მისი შეძენა შეიძლება მსხვილ სასტუმროებსა და ხოსტელებში (რესეპშენსა თუ ადმინისტრატორთან), მუზეუმებში, საინფორმაციო ტურისტულ ცენტრებსა და ავტოსადგურებზეც კი.

Facebook კომენტარები