დასრულდა რამდენიმედღიანი გამოკითხვა ირლანდიის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის, რაინეარის ინსტაგრამის სთორიში — მომხმარებლებმა 2020 წელს მოსანახულებლად ყველაზე სასურველი ადგილი აირჩიეს.
ალბათ სულაც არ გაგიკვირდებათ, რომ გითხრათ, რომ ევროპის 8 ქალაქს შორის მოგზაურების რჩეულ ქალაქად თბილისი დასახელდა!
წესები მარტივი იყო:
- მონიშნავდი ქალაქს, სადაც 2020 წელს გინდოდა მოგზაურობა;
- შერჩეული 8 ფავორიტი ადგილიდან საბოლოოდ რაინეარი ერთს ამოარჩევდა, მარტივი — სთორიზე ხმის მიცემის — პრინციპით.
ნახეთ როგორ გავიყვანეთ თბილისი Ryanair-ის გამოკითხვის ფინალში.
ქალაქები, რომლებსაც მოვუგეთ:
პირველი შერკინება: რომი
მერვედფინალი: სანტორინი
მეოთხედფინალი: პარიზი
ფოტო: Rindoff Petroff / Getty Images
ნახევარფინალი: მალიორკა
ფინალი: ბარსელონა
ფოტო: Kanuman / Shutterstock
Facebook კომენტარები