ბოლონია – ემილია-რომანიას რეგიონის მთავარი ქალაქია, რომლის მოსახლეობა დაახლოებით 375 ათასია. ეს არის უნივერსიტეტების ქალაქი, რომელთა სტუდენტებს აურზაური და მხიარულება შემოაქვთ და მის კულტურულ და საზოგადოებრივ ცხოვრებას აცოცხლებენ. გარდა ამისა, ბოლონია ცნობილია თავისი კოშკებითა და გრძელი არკადებით. ქალაქის ისტორიული ცენტრი კარგად არის შემონახული და იტალიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდია – ეს ყველაფერი კი ღირსშესანიშნაობების შენარჩუნებისა და აღდგენის ძლიერი პოლიტიკის წყალობითაა, რომელიც გასული საუკუნის 60-იან წლებში დაიწყო.

ეს არის ქალაქი, რომლის წარმოშობა ჩვ.წ.აღ.-მდე
პირველი ათასწლეულით თარიღდება. ბოლონია ყოველთვის კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი ცენტრი
იყო – მისი მხატვრული და მონუმენტური დიდება არქიტექტურული ძეგლებისა და ხელოვნების ნიმუშების ერთგაროვან
სიუხვეს ეფუძნება (შუასაუკუნეების კოშკები, ისტორიული სახლები, ეკლესიები).

2000 წელს ბოლონია ევროპის კულტურის დედაქალაქად აღიარეს, ხოლო 2006 წელს იუნესკოს მიერ დაჯილოვდა როგორც მუსიკის შემოქმედებითი ქალაქი, პირველი იტალიაში და მეორე ევროპაში სევილიის შემდეგ.

როგორ ჩავიდეთ ბოლონიაში

ბოლონიაში ყველაზე კომფორტული ფრენები თბილისიდან ტრანზიტული რეისებია, ძირითადად სტამბულის კიევის ან მოსკოვის გავლით. ბოლონიის მიმართულებით ყველაზე დაბალ ფასად დაფრინავენ: პეგასუსის ავიახაზები, უკრაინის ავიახაზები, თურქეთის ავიახაზები.

The Cheapest Flights for this Month from თბილისი to მილანი

შედარებით დაბალ ფასად შეგიძლიათ ქუთაისიდან მილანში ჩაფრინდეთ და მილანიდან ბოლონიაში მოსახვედრათ შიდა ტრანსპორტით ისარგებლოთ.

The Cheapest Flights for this Month from ქუთაისი to მილანი

აეროპორტიდან
ქალაქში

აეროპორტსა და ბოლონიის ცენტრში მდებარე Bologna Centrale რკინიგზის სადგურს შორის ავტობუსი-შატლი კურსირებს, რომელსაც
ნომრის მაგივრად BLQ
აბრევიატურა აქვს.
მგზავრობის ხანგრძლივობა 20 წუთია, პირველი რეისი – 5:30 საათზეა, ბოლო 0:15, მოძრაობის
ინტერვალი 10-20 წუთია. ბილეთის (6 ევრო) შეძენა შეგიძლიათ მძღოლთან ან ავტობუსის
გაჩერებასთან მდებარე ავტომატში.

ქალაქის ცენტრში ტაქსით მგზავრობის ხანგრძლივობა
10-15 წუთია და 15-20 ევრო ღირს, ღამით კი 25%-ით ძვირდება.

ტრანსპორტი

არსებობის 2000 წლის განმავლობაში ბოლონიაში სატრანსპორტო საშუალებების
თითქმის ყველა შესაძლო სახეობამ მოიყარა თავი. დღეს აქ შეგიძლიათ გაისეირნოთ
კარეტითა და ველოსიპედით, ან მეტროთი, ავტობუსითა და ტაქსით ისარგებლოთ.

ავტობუსი

ეს არის ბოლონიაში გადაადგილების ყველაზე პოპულარული
საშუალება. მოსახერხებელი და კარგად შემუშავებული სატრანსპორტო ქსელი მოიცავს
ქალაქსა და მის შემოგარენს, მარშრუტები იყოფა საქალაქო, საგარეუბნო, საერთაშორისო,
რომლებშიც ჩვეულებრივი ტურისტიც კი საკმაოდ ადვილად გაერკვევა. მარშრუტების რუკები
კიოსკებში იყიდება, განრიგი ავტობუსის გაჩერებებზეა განთავსებული, ხოლო
კეთილგანწყობილი იტალიელები გზას დიდი სიამოვნებით მიგასწავლიან (თუმცა ენის
ცოდნის გარეშე გაგიჭირდებათ).

ბილეთის ფასი 1,3 ევროდან იწყება, აუცილებელია მისი
კომპოსტირება, რის შემდეგაც იგი 60-70 წუთის განმავლობაში მოქმედებს ქალაქის ნებისმიერ
მარშრუტზე. თუ უფრო მეტ მგზავრობას გეგმავთ, შეგიძლიათ შეიძინოთ ერთდღიანი
სამგზავრო ბილეთი დღეში 8,50 ევროდ. ბოლონიაში ღამის ავტობუსიც მოძრაობს.

უბილეთო მგზავრი 80 ევროთი ჯარიმდება.

ცნობილი წითელი ტურისტული ორსართულიანი ავტობუსები ბოლოს და ბოლოს
ბოლონიაშიც გაჩნდა. თანამედროვე, კომფორტული, პანორამული City
Red Bus (ოფიციალური ვებ-გვერდი ინგლისურ ენაზე) აუდიო გიდის თანხლებით დაახლოებით
ერთი საათის განმავლობაში ქალაქის გარშემო 10 კილომეტრიან წრეს და 14 გაჩერებამდე
აკეთებს, მათ შორის კიეზა-დი-სან-მიკელეს ეკლესიასთან. ზაფხულობით ბოლონიის
სილამაზით ტკბობა ტურისტებს ზედა ღია სართულიდან შეუძლიათ, ზამთარში კი ეს დიდებული
კაბრიოლეტი 20 ადგილიან მყუდრო თბილ პულმანად იქცევა. გამგზავრება შეგიძლიათ ცენტრალური
სადგურიდან სტაციონე ჩენტრალე 10:00 საათზე, ფასი: 3-22 EUR მარშრუტიდან
გამომდინარე. ბილეთი ძალაშია ერთი დღის განმავლობაში, მაგრამ თუ ერთი ავტობუსიდან
ჩამოხვალთ, მეორეში მხოლოდ თავისუფალი ადგილების არსებობის შემთხვევაში შეძლებთ
ჩასხდომას.

მეტრო

გადაადიგილების მეორე პოპულარული საშუალებაა
– მეტრო. აქ გზა ვერ აგებნევათ, რადგან მატარებელი 24 სადგურამდე ერთ ხაზზე
მოძრაობს. ბილეთები  შესაბამისი აღნიშვნის
მქონე კიოსებში ან ავტომატებში იყიდება, ფასი და წესები იგივეა რაც ავტობუსის
ბილეთებისა.

ტროლეიბუსი

ტროლეიბუსის მარშრუტებში გარეუბნებიც შედის და
ბოლონიის ცენტრს წრიულად მოიცავს რამდენიმე ღირშესანიშნაობის გვერდის ავლით,
ამიტომ მათი მეშვეობით, მაგალითად, ეროვნულ გალერეაშივერ მოხვდებით. მგზავრობის
ღირებულება 1,15 ევროდან იწყება, სავალდებულოა ბილეთის კომპოსტირება.

ტაქსი

ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული სიამოვნება
მოგზაურისთვის. ტაქსების ოფიციალური სამსახური გთავაზობთ ტარიფს 1,30-1,40 EUR/კმ,
კერძო ტაქსისტი კიდევ უფრო მეტს გამოგართმევთ, საშუალოდ კი მზად იყავით ერთ
მგზავრობაზე 20-40 ევრო დახარჯოთ. თუ დააგვიანებთ, მეტს გადაიხდით, დამატებით კი
მძღოლი თანხას თავის სასარგებლოდ დაამრგვალებს, ხოლო ღამით მგზავრობის ღირებულება
დამატებით 20%-ით იზრდება. იმისათვის, რომ ზედმეტის გადახდა არ მოგიწიოთ,
უმჯობესია ავტომობილი ინტერნეტით შეუკვეთოთ.

ველოსიპედები

მუნიციპალიტეტი ამ სახი ტრანსპორტს აქტიურად ავითარებს,
ამიტომ დღეს ბოლონიაში ველოსიპედების რაოდენობა ტურისტების რიცხვს ბევრით არ
ჩამოუვარდება. აქ უამრავი გაქირავების პუნქტი ფუნქციონირებს (ნახევარ საათში 0,80
ევროდან ), არის ფასიანი და უფასო ავტოსადგომები, გამოყოფილია ველოტრეკები.

ბოლონიის სასტუმროები

ქალაქში ძალიან ბევრი სასტუმროა: დაბალბიუჯეტიანი,
თუმცა საკმაოდ სიმპათიური „სამვარსკვალვიანებიდან“ დაწყებული, პაფოსური
„ხუთვარსკვლავიანებით“ დასრულებული. ყველაზე მდიდრული სასტუმროა – მეფურად
დიდებული Grand Hotel Majestic gia’ Baglioni,
რომელიც მე-18 საუკუნის სასახლეშია განთავსებული ანტიკვარული ავეჯით, უნიკალური
ფრესკებით, რეგიონალური სამზარეულოს რესტორნით, საოცარი ღვინის მარანითა და ფიტნეს
ცენტრით. აქ ცხოვრებისთვისაც მეფურად გადახდა მოგიწევთ – სეზონზე 410 EUR
ორადგილიან ნომერში. ის, ვინც საკუთარი „კარეტით“ ჩამოვიდა, პარკირებისთვის დამატების
40-45 ევროს გადაიხდის.

4* კატეგორიაში საერთაშორისო სასტუმროების ქსელებია Best WesternMercureNovotel და სხვ. ნომრის ღირებულება დაახლოებით 150 ევროს შეადგენს. 3* სასტუმროები, როგორც წესი, ვერ დაიკვეხნიან რესტორნის, საცურაო აუზისა და საუნის არსებობით. სამაგიეროდ ისინი უფრო ხალისიანად ღებულობენ სტუმრებს შინაურ ცხოველებთან ერთად, ხოლო ფასები 60 ევროდან იწყება.

ყველა სასტუმროში არის უფასო Wi-Fi, ბევრ 3-4*
სასტუმროში კი – უფასო ავტოსადგომი.

როგორც ყოველთვის, ყველაზე დიდი არჩევანი და ფასების
კატეგორია აპარტამენტებს ეკუთვნის – 50-450 ევრო. მათ არა აქვთ რაიმე პრეტენზია „ვარსკვლავიანობაზე“,
მაგრამ საშუალებას მოგცემთ განთავსდეთ დიდი კომპანიით ნამდვილი სახლის კომფორტის
პირობებში.

Facebook კომენტარები