2021 წლის ივნისში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა 6,8 ათასი ტონა შეადგინა, რაც 1,7 ათასი ტონით ანუ 33,3%-ით მეტია წინა თვის მაჩვენებელთან (5,1 ათასი ტონა) და 0,3 ათასი ტონით ანუ 4,6%-ით მეტი გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (6,5 ათასი ტონა) შედარებით.
მათ შორის, 2021 წლის ივნისის თვეში საავიაციო ნავთის იმპორტის 44,1% (3,0 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 29,4% (2,0 ათასი ტონა) – იტალიიდან, 14,7% (1,0 ათასი ტონა) – აზერბაიჯანიდან, 10,3% (0,7 ათასი ტონა) – თურქეთიდან, 1,5% (0,1 ათასი ტონა) – საბერძნეთიდან.
2021 წლის იანვარ-ივნისის თვეების განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 28,1 ათასი ტონა, რაც 0,8 ათასი ტონით ანუ 2,8%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (28,9 ათასი ტონა) შედარებით და 23,6 ათასი ტონით ანუ 45,6%-ით ნაკლები პანდემიამდე არსებული 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (51,7 ათასი ტონა) შედარებით.
მათ შორის, 2021 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტის 61,9% (17,4 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 14,9% (4,2 ათასი ტონა) – იტალიიდან, 8,9% (2,5 ათასი ტონა) – თურქეთიდან, 7,1% (2,0 ათასი ტონა) – აზერბაიჯანიდან, 5,3% (1,5 ათასი ტონა) – საბერძნეთიდან, 1,8% (0,5 ათასი ტონა) – რუსეთიდან.
წყარო: https://avianews.ge/ivnisshi-saaviatsio-navthis-importi-4-6-ith-gaizarda/