ურუმჩი (Ürümqi) სინძიან-უიგურის ავტონომიურ რეგიონს ეკუთვნის და მისი ადმინისტრაციული ცენტრია. უძველესი მონღოლური ენიდან, „ურუმჩი“ „მშვენიერ საძოვარს” ნიშნავს. და ეს სიმართლეა: ქალაქის ცენტრი ოაზისის ტერიტორიაზე მდებარეობს, რომელსაც ერთი მხრიდან ბოგდოს (აღმოსავლეთ ტიან-შანის) დათოვლილი მწვერვალი, მეორე მხრიდან კი – დიდი მარილიანი ტბა აკრავს.

ურუმჩი – ჯერ კიდევ აბრეშუმის გზის პერიოდიდან განთქმული, პოპულარული საექსკურსიო მიმართულებაა. აქ მდებარეობს რაიონი დაბანი, სადაც განთავსებულია ცნობილი ერდაოციაოს ბაზრობა, უმშვენიერესი ნანშანის ალპური მდელოები და ალვის ხეების თვალწარმტაცი ხეობა.

ავიარეისების განრიგი და ფასები ურუმჩის მიმართულებით

ურუმჩის ტრანსპორტი

დივოპუს საერთაშორისო აეროპორტი რეისებს ჩინეთისა და
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მსხვილი ქალაქებიდან იღებს. ურუმჩიში სამი სადგურია –
სამხრეთ, დასავლეთ და ჩრდილოეთ სადგურები, საიდანაც მატარებლები ქვეყნის ყველა დიდი
ქალაქის მიმართულებით მოძრაობს.

სამზარეულო და რესტორნები

ურუმჩიში ყველგან იპოვით სიჩუანურ, გუანდუნურ, და, რა თქმა უნდა, ეროვნულ სამზარეულოს, სადაც კერძებს უიგურულად, მონღოლურად და ხუეიურად ამზადებენ. აუცილებლად დააგემოვნეთ სინძიანის მწვადი, შემწვარი ცხვრის ხორცი, ნანის კვერები და ფლავი. საუკეთესო ადგილობრივი დესერტია – სინძიანის ნესვი.

ურუმჩის პოპულარული სასტუმროები

Hotels Urumqi: Popularity

ურუმჩის გასართობი საშუალებები და ღირსშესანიშნაობები

ლანდშაფტური რაიონი „მთის შირმა“ ურუმჩის სამხრეთით 80 კილომეტრში მდებარეობს, მთის ხეობა კრაუჩენში. ხეობის შესასვლელთან შირმის მსგავსი ქვის
კლდეა აღმართული, რომელმაც სახელი მისცა ამ ადგილს. აქ
გადაჭიმულია დიდი საძოვარი მდელოები და
ხშირი კორომები, მიედინება
მდინარე.
რაიონი ხელმისაწვდომია დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში. ურუმჩიდან ბანფანგოუს ვოლოსტის ცენტრამდე სარეისო ავტობუსი
მოძრაობს.

„ზეციური ტბა“
(ტიანჩი) ტიან-შანის მთებში მდებარეობს, ბოგდოს მწვერვალის რაიონში, ბოგდო-ოლას მთის
სისტემაში, ურუმჩიდან 110 კმ-ში.
ტბას ნახევარმთვარის ფორმა
აქვს,
მისი სიგრძეა 3400 მ,
მაქსიმალური სიღრმე – 105 მ.
მწვანე მთებით გარშემორტყმული ტბა მართლაც თვალწარმტაცი სანახაობაა, წყალი სუფთა და გამჭვირვალეა, მას ტყუილუბრალოდ როდი უწოდებენ „ტიანშანის მარგალიტს“.

ტიანშანის საერთაშორისო სათხილამურო ბაზა
ურუმჩიდან 65 კმ-ში მდებარეობს. შესასვლელი ბილეთის ღირებულებაა 10 CNY. სეზონი: ივნისის დასაწყისი – ოქტომბრის შუა რიცხვები, ნოემბრის შუა
რიცხვები – თებერვლის შუა
რიცხვები. ტელ: 0991-4635380.

ასევე იხილეთი:

Facebook კომენტარები