ები რობერტსს, ბეკა კინგსა და მორგან ტეიბორს ერთი რამ აქვთ საერთო — სამივე გოგო ერთსა და იმავე ბიჭს ისე ხვდებოდა, რომ დანარჩენების შესახებ წარმოდგენა არ ჰქონდა. და რა მოიმოქმედეს, როდესაც ერთმანეთის შესახებ გაიგეს? — მატყუარა ბიჭი მიატოვეს და სამოგზაუროდ ერთად წავიდნენ.

გოგოებმა სკოლის ძველი ავტობუსი გადააკეთეს და საოცნებო მოგზაურობა დაგეგმეს, რომლის დეტალებსაც საზოგადოებას საერთო ინსტაგრამ გვერდის საშუალებით უზიარებენ.

"საოცნებო ცხოვრება გვაქვს და მაგრად ვერთობით. საოცარია, რომ ეს ყველაფერი მის [ყოფილი შეყვარებულის] გამო მოხდა", — ამბობს მორგან ტეიბორი.

გოგოები დეკემბერში დამეგობრდნენ, როდესაც ტეიბორმა შენიშნა, რომ მისი შეყვარებული სოციალურ ქსელებში სხვებს წერდა. ასე აღმოაჩინა ები რობერტსი, რომელსაც საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე ბიჭთან ერთად ფოტოები ედო და ტეიბორის შესახებ არაფერი იცოდა. გოგოებმა გამოძიება განაგრძეს და მალე მათ რიცხვს ბეკა კინგსიც შეემატა. მალე ბიჭს ყველაფრის აღიარება მოუხდა.

დაშორების შემდეგ გოგოებმა ერთმანეთს საკუთარი გულისტკივილი გაუზიარეს და აღმოაჩინეს, რომ საერთო ძალიან ბევრი ჰქონდათ. როგორც აღმოჩნდა, ყოფილ შეყვარებულს თითოეული მათგანისთვის უთქვამს, რომ მისი ოცნება ქვეყნის ძველი ავტობუსით შემოვლა იყო. გოგოებმა გადაწყვიტეს მოგზაურობაში თავად წასულიყვნენ. სულ მალე ავტობუსი იყიდეს, გადააკეთეს და საოცნებო საზაფხულო თავგადასავალშიც გადაეშვნენ!

გოგოების თქმით, არ უნდათ საზოგადოებას ეგონოს, რომ მოგზაურობა რაიმე სახის შურისძიებაა. მათ უბრალოდ უხარიათ, რომ ერთმანეთი იპოვეს.

"ის, რაც ამ ბიჭმა ჩვენ მიმართ ჩაიდინა, ჩვენს ცხოვრებას არ განსაზღვრავს. ძალიან გვიხარია, რომ ერთმანეთი ვიპოვეთ. ჩვენ სამუდამოდ მეგობრები ვიქნებით", — ამბობს ები რობერტსი.

Facebook კომენტარები