გერმანული უმსხვილესი ავიაგადამზიდავი Lufthansa ამიერიდან გენდერულად ნეიტრალურ მიმართვებს გამოიყენებს. გაზეთ Bild-ის ინფორმაციით, Lufthansa-ს ბორტზე მგზავრები ვეღარ გაიგონებენ მიმართვას – “პატივცემული ქალბატონებო და ბატონებო”.
ავიაკომპანია მგზავრებს მიმართავს შემდეგი სიტყვებით: “დილა მშვიდობისა”, “დღე მშვიდობისა”, “საღამო მშვიდობისა”, ან “ძვირფასო სტუმრებო”, ან “კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბორტზე”.
კონკრეტულად რომელ ფრაზას აირჩევს კონკრეტული რეისის ეკიპაჟი, გადაწყვეტს საჰაერო ხომალდის მეთაური.
გამოცემის ინფორმაციით, აღნიშნული სიახლე დაინერგება ასევე Eurowings-ს, Swiss-ის, Austrian Airlines-სა და Brussels Airlines-ის ბორტებზეც.
წყარო: https://avianews.ge/lufthansa-qalbatonebo-da-batonebos-natsvlad-genderulad-neitralur-mimarthvas-gamoiqhenebs/