მიუხედავად იმისა, რომ დროის გასვლასთან ერთად, შეზღუდვები Covid19 რეგულაციებთან დაკავშირებით მცირდება და იცვლება, მოგზაურებისთვის უცხო ქვეყანაში გამგზავრება, მაინც ბევრ პრობლემასთანაა დაკავშირებული.
72 საათით ადრე გაკეთებული PCR ტესტი, კარანტინისა და თვითიზოლაციის წესები და ასე შემდეგ… ამ ყველაფერს კი ისიც დაემატა, რომ ჩვენს ქვეყანაში Sinopharm-ითა და Sinovac-ით აცრილებს, ევროპის მრავალი ქვეყანა არანაირ უპირატესობას არ ანიჭებდაანიჭებს და იმ პროცესების გავლა გვიწევდაგვიწევს, რაც იმ მოგზაურებს, ვინც ვაქცინირებული არ არიან.
ქვეყნების სია და დაშვებული ვაქცინები მუდმივად იცვლება, რაც ბუნებრივად, ბადებს უამრავ კითხვას – სად რომელი ვაქცინით გვიშვებენ? შესაბამისად, ამ სტატიაში გადავწყვიტეთ, საქმე შეგვემსუბუქებინა და გვეჩვენებინა ჩამონათვალი – რომელი ქვეყანა რომელ ვაქცინაციას ანიჭებს უპირატესობას საზღვარზე:
ქვეყნები, სადაც მოგზაურობას Sinopharm, Sinovac და სხვა დანარჩენი ვაქცინაციებით შეძლებთ
- ავსტრია
- ბულგარეთი
- ესპანეთი
- ესტონეთი
- ისლანდია
- ნიდერლანდები
- სლოვენია
- შვეიცარია
- სერბეთი
- მოლდოვა
- მონტენეგრო
- ყირგიზეთი
- ეკვადორი
- მონღოლეთი
- ეგვიპტე
- იორდანია
სინოფარმისა და სინოვაკის გარდა, რა თქმა უნდა ამ ქვეყნებში გამგზავრებას საქართველოში შემოსული სხვა დანარჩენი ვაქცინებითაც შეძლებთ – ფაიზერი და ასტრაზენეკა.
თუ რომელიმე ჩამოთვლილ ქვეყანაში გამგზავრებას გეგმავ და აცრილი ხარ Sinopharm, Sinovac-ით შეგიძლია სასურველი მიმართულებით ავია ბილეთი FLY.TKT.GE-ზე შეარჩიო.
ქვეყნები, სადაც Sinopharm და Sinovac ჯერ აღიარებული არ არის
- გერმანია
- ლიეტუვა
- პოლონეთი
- საფრანგეთი
- სლოვაკეთი
თუმცა, თუ თქვენ ფაიზერითა და ასტრაზენეკათი ხართ აცრილები, მაშინ ამ ქვეყნებში სამოგზაუროდ შესვლისას, პრობლემა არ გექნებათ.
ქვეყნები, სადაც ნებისმიერი ვაქცინით შეგიშვებენ
- რუმინეთი
- უნგრეთი
- თურქეთი
- სომხეთი
მაშ ასე, ნომინაციაში ყველაზე უპრობლემო ქვეყანა – გაიმარჯვა რუმინეთმა, უნგრეთმა, თურქეთმა და სომხეთმა. ამ ტერიტორიაზე შესვლა, ნებისმიერი ვაქცინით, უპრობლემოდ შეგიძლიათ, ისევე როგორც ბილეთის შეძენა ამ მიმართულებით, საუკეთესო ფასად FLY.TKT.GE-ზე.
ქვეყნები, სადაც სინოფარმი მოქმედებს, მაგრამ სინოვაკი არა
- კვიპროსი
- ხორვატია
- ბაჰრეინი
- ომანი
აქაც დავამატებთ, რომ ისევე, როგორც სხვა დანარჩენ შემთხვევაში, აქაც მოქმედებს ფაიზერი და ასტრაზენეკა.
დღევანდელი მონაცემებით ვაქცინაციების მიმართ სხვადასხვა ქვეყნის დამოკიდებულება – ასეთია. თუმცა, იმედს ვიტოვებთ, ცოტა დრო დასჭირდება იმას, რომ კიდევ უფრო გამარტივდეს საზღვარზე შესვლა და ასევე იმის იმედსაც ვიტოვებთ, რომ საქართველოში შემოსული ვაქცინაცია დასაშვები და მისაღები გახდება ყველა ქვეყნის საზღვარზე, რომ მოგზაურობა ისევ მშვიდად და უდარდელად შევძლოთ.
და ბოლოს, ხომ გახსოვთ, რომ ყველა მიმართულებით ფრენის ბილეთი შეძენა ჩვენთან, ყველაზე მარტივად და კომფორტულად FLY.TKT.GE – ზე შეგიძლიათ?!