Gulf Air-ი ბაჰრეინის დედაქალაქ მანამიდან თბილისის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს ანახლებს. რეისები 15 ივლისიდან, პირველ ეტაპზე კვირაში 3 სიხშირით შესრულდება.
„ჩვენ ფრენებს ბაჰრეინის სამეფოსა და საქართველოს შორის 2017 წლიდან ვასრულებთ და ეს კავკასიის რეგიონში ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. მოხარულები ვართ, რომ ზაფხულის სეზონზე პოზიტიური ტენდენცია ფიქსირდება და ჩვენ, მსოფლიოში ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობის პარალელურად, ცალკეული პოპულარული მიმართულებების აღდგენა შეგვიძლია“, – განაცხადა ავიაკომპანიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ვალიდ აბდულჰამიდ ალ-ალავიმ.
ამ ეტაპზე ავიაკომპანია ფრენებს დაახლოებით 30 მიმართულებით ასრულებს, მათ შორის ლონდონში, პარიზში, ათენში, სტამბოლში, დუბაიში, ქუვეითში, ბანგკოკში, ასევე საბერძნეთის, ესპანეთისა და ეგვიპტის პოპულარულ კურორტებზე.
Gulf Air-ის ცნობით, ავიაკომპანია ყველა მგზავრს უფასო კოვიდ-დაზღვევას სთავაზობს.

წყარო: https://avianews.ge/gulf-air-i-manamidan-thbilisis-mimarthulebith-pirdapir-phrenebs-15-ivlisidan-anakhlebs/

Facebook კომენტარები