ტულუზა (Toulouse) – მოსახლეობის მიხედვით საფრანგეთის მეოთხე ქალაქი (პარიზის, მარსელისა და ლიონის შემდეგ) და უდიდესი კულტურული, სამეცნიერო და სამრეწველო ცენტრია. ამავდროულად, ტულუზა თავისი ულამაზესი ისტორიული ცენტრით ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და თვითმყოფი ქალაქია. აქ ესპანური, ბასკური, აკვიტანური, ლანგედოკური, პროვანსული და ფრანგული ტრადიციები თანაბარი პროპორციით არის შერეული.

 

გარონას მდინარეზე მდებარე ქალაქი რომაული დასახლების ანტიკურ ნანგრევებზე დგას. მაგრამ დღესაც კი ტულუზის მიხვეულ-მოხვეული შესახვევები და ბულვარები ძველი ქუჩების კონტურებს იმეორებს, ზოგიერთი სახლი კი ფსევდო-რომანულ სტილში წითელი აგურით საგანგებოდ არის აგებული. სწორედ ამიტომ ტულუზამ თავისი რომანტიკული მეტსახელი მიიღო La Ville Rose („ვარდისფერი ქალაქი“). შუა საუკუნეებში ტულუზა საფრანგეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ქალაქი იყო, რომელიც სამღებროებისთვის საოცარი ცისფერი ვაიდას ექსტრაქტით ვაჭრობდა. მონოპოლია მას შემდეგ გაუქმდა, რაც პორტუგალიამ ევროპაში ინდიგოს ექსპორტი დაიწყო. ამ სამღებრო მრეწველობისგან ტულუზამ მემკვიდრეობით მიიღო ელეგანტური სასახლეები, 50-ზე მეტი სასტუმრო და ქალაქის მდიდარი მოსახლეობის სახლები.

ბოლო 20 წლის განმავლობაში, ტულუზა საფრანგეთის ავიაციისა და კოსმოსური ფრენის ძირითადი ცენტრი გახდა. 35 000-ზე მეტი ადგილობრივი მაცხოვრებელი (400 000-დან) კოსმოსურ ინდუსტრიაში მუშაობს, ხოლო კომპანია Airbus ყველაზე დიდი დამსაქმებელია მთელ რეგიონში.

როგორ ჩავიდეთ ტულუზაში

საქართველოს ქალაქებიდან პირდაპირი რეისები არ არის. ოპტიმალური ვარიანტია: პარიზში (Air France, Georgian Airways) ან ამსტერდამში (KLM) გადაჯდომით. თუ ანდორაში იმყოფებით ტულუზაში ადვილად მოხვდებით შატლით ანდორა-ლა-ველა, ხოლო თუ სამთო-სათხილამურო კურორტებზე – ტულუზა-ბლანიაკის აეროპორტში.

The Cheapest Flights for this Month from თბილისი to ტულუზა

ყველაზე იაფი ავიაბილეთები თბილისიდან ტულუზა, წლის განმავლობაში

დაბალ ბიუჯეტური ავიაბილეთებს თუ ეძებთ, გირჩევთ ქუთაისიდან ისარგებლოთ პარიზის პირდაპირი მიმართულება და შედმეგ პარიზიდან ტულუზაში მატარებლით გაემგზავროთ

საფრანგეთში ჩასვლის შემდეგ ტულუზაშიც მარტივად მოხვდებით. მატარებლით შეგიძლიათ იმგზავროთ პარიზიდან (ჩქაროსნული TGV- 5 საათში, ჩვეულებრივი – 7,5 საათში), ბორდოდან (2 საათში) და მარსელიდან (4 საათში). უმჯობესია ბილეთები წინასწარ შეიძინოთ ვებ-გვერდზე iDTGV, ამ შემთხვევაში პარიზი-ტულუზას მიმართულებით სასურველი ბილეთის ღირებულება 55-70 ევრო იქნება. აქედან ასევე კურსირებს მატარებელი ბარსელონას მიმართულებით, სადაც სულ რაღაც 3 საათსა 7 წუთში ჩახვალთ 45-70 ევროდ. ფასები ვებ-გვერდზე მითითებულია 2018 წლის აგვისტოს მდგომარეობით.

ქუთაისის აეროპორტიდან შესაძლებელია გადაჯდომით მგზავრობა ტულუზას აეროპორტამდე

ტრანსპორტი

მიუხედავად იმისა, რომ ტულუზა დიდი ქალაქია, მისი ისტორიული ცენტრის ფეხით შემოვლა არ გაგიჭირდებათ. ყველაზე ლამაზი და ცნობილი ღირშესანიშნაობა ფეხით სავალ მანძილზე მდებარეობს.

გარეუბანში ან ქალაქგარეთ რომ მოხვდეთ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განშტოებული სისტემა შეგიძლიათ გამოიყენოთ, რომელიც მოიცავს ავტობუსისა (Tisséo) და ტრამვაის მარშრუტების ქსელს და მეტროს ხაზებს. მეტრო მხოლოდ ორი ხაზისგან შედგება: ერთი დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ (ხაზი A), მეორე კი ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ (ხაზი B) მოძრაობს.

შოპინგი და ბაზრობები

თუ ტულუზაში კვირას მოხვდით, აუცილებლად ეწვიეთ ძველმანების ბაზრობას, რომელიც დილით ადრე იწყება სენ-სერნენის ბაზილიკასთან (Saint Sernin). ნაკლებად სავარაუდოა, რომ აქ მაღალხარისხიანი ან დახვეწილი შენაძენის გაკეთება შეძლოთ, მაგრამ მარტივად შეძლებთ შეიძინოთ საინტერესო ძველებური სუვენირი, ან უბრალოდ ნახევარი საათი ძველმანებით სავსე დახლებს შორის ხეტიალში გაატაროთ. კიდევ ერთი ძველმანების ბაზრობის კარი ღიაა ყოველი თვის პირველ შაბათ-კვირას Grand Rond ბაღში.

ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებისა და სახლის ღვინოს მოყვარულებს მოეწონებათ ფერმერთა ბაზარი St Aubin Basilic-ის გარშემო, რომელიც ასევე იღება ყოველ კვირა დილით და დაახლოებით სადილამდე მუშაობს. ახალი ბოსტნეულისა და ხილის შეძენას შეძლებთ შაბათ-კვირას ბულვარში de Strasbourg (იაფი და გემრიელია).

საინტერესო მეორადი საქონლის მაღაზიებს იპოვით Rue Gambetta-ზე. ეს ქუჩა ქალაქის ე.წ. „ხელოვნების კვარტლის“ ცენტრში მდებარეობს, რომელშიც ნატიფ ხელოვნებათა სკოლა („Ecole des Beaux Arts“) დომინირებს. აქ და place de la Bourse მოედნის ირგვლივ – ხელოვნების ნივთებით, ანტიკვარიატითა და ტულუზის ისტორიული ხელობით – ტექსტილით მოვაჭრე უამრავი მაღაზიაა.

ტულუზის გასართობი საშუალებები
და ღირსშესანიშნაობები

ქალაქის ისტორიული ცენტრის მთავარი ღირსშესანიშნაობებია სენ-ჟორჟისა და სენ-სერნენის ეკლესიები, კაპიტოლიუმი და დიდი რატუშის ვარდისფერი ფასადი. სხვა ღირსშესანიშნაობებია: ძველი კვარტლების ვიწრო ქუჩები, სადაც მდიდრული სახლებია აშენებული, ბოტანიკური ბაღები და ჟორჟე ლაბიტის მუზეუმის ნეო-მავრიტანული პავილიონი (ეგვიპტური და აღმოსავლური ხელოვნების შესანიშნავი კოლექცია).

დამახასიათებელი ადგილობრივი ვარდისფერი აგური ქალაქის ძველ შენობებს
უჩვეულო კოლორიტულ იერს სძენს, განსაკუთრებით მზის ჩასვლისა და ამოსვლის საათებში.

აღსანიშნავია სენტ-ეტიენის ტაძარი, რომლის მშენებლობა 1073 წელს სამხრეთ საფრანგეთის გოთიკის სტილში დაიწყო, მაგრამ მისი მშენებლობა მხოლოდ მრავალი საუკუნის შემდეგ დასრულდა. გარდა ამისა, აღსანიშნავია ტულუზის მე-16-17 საუკუნის სამოქალაქო არქიტექტურა. განსაკუთრებით შთამბეჭდავია სწორედ ზემოხსენებული საღებავით – ცისფერი ვაიდათი მოვაჭრეთა მრავალსართულიანი სახლების დიდებული ფასადები. ზოგიერთი მათგანი დაპროექტებულია რენესანსის ოსტატის ნიკოლა ბაშელიეს მიერ, კერძოდ ასეზას სასახლე (ამჟამად ბამბერგის ფონდი და ყვავილთა დღესასწაულების აკადემია).

ტულუზის მთავარ მოედანს სახელი მასზე განთავსებული კაპიტოლიუმის – მე-18 საუკუნის შუა პერიოდის ქალაქის რატუშის საპატივცემულოდ ეწოდა. ცენტრში გიგანტური ოქსიტანური ჯვარი მდებარეობს. გარედან მასიური და შიგნიდან ჰაეროვანი გოთიკური წითელი აგურისგან აგებული იაკობინელთა ტაძარი ცნობილია იმით, რომ აქ წმინდა თომა აკვინელის წმინდა ნაწილები განისვენებს. ეს დომინიკელთა ორდენის პირველი და მთავარი ტაძარი მე-13-14 საუკუნეში აღმართეს.

სენ-სერნანის ბაზილიკა – ტულუზის უმთავრესი ღირსშესანიშნაობაა, რომელიც თითქმის ყველა საფოსტო ბარათს ამშვენებს, აშენდა 1080-1120 წლებში იმ პილიგრიმთა საჭიროებებისთვის, რომლებიც წმინდა იაკობის გზით მოგზაურობდნენ. ადრე ბაზილის ადგილას გვიანი ანტიკური ხანის ტაძარი იდგა, რომელსაც საფუძველი ტულუზის პირველმა ეპისკოპოსმა წმინდა სატურნინმა ჩაუყარა. მომლოცველთა სხვა ეკლესიებთან ერთად სენ-სერნენი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სიაში შედის. 1218 წელს ბაზილიკის სახურავიდან ქვა ისროლეს, რომელმაც ჯვაროსანთა წინამძღოლი სიმონ დე მონფორი მოკლა.

ტულუზამუზეუმები

ძველი სასახლის კომლექსში Hotel d’Assezat ამჟამად განთავსებულია სამხატვრო გალერეა ბემბერგი (ვებ-გვერდი), ხოლო Hotel du May-ში კი – უბრალო ძველი ტულუზის მუზეუმი.

ავგუსტინელთა მუზეუმი უძველესი ავგუსტინული მონასტრის ტერიტორიაზე მდებარეობს. აქ
დაცულია ფერწერისა და შუა საუკუნეების ქანდაკებების განთქმული კოლექცია.

კოსმოსური ქალაქი – შესანიშნავი ადგილია, რომ ეკლესიებისა და
ისტორიული მუზეუმების მონახულებისგან დაისვენოთ. ეს არის რაღაც საშუალო კოსმონავტიკის მუზეუმსა და კოსმოსური ფრენებისთვის
მოსამზადებელ ცენტრს შორის. სამუშაო განრიგი რთული ალგორითმის მიხედვით იცვლება, ამიტომ უმჯობესია ვებ-გვერდზე დააზუსტოთ.

Facebook კომენტარები