2020 წელი ფრენებისგან თავისუფალი წელი იყო, მაგრამ ბოლო პერიოდში ისევ მოხშირდა თვითმფრინავით მგზავრობა. სწორედ ამიტომ, Reddit-ის მომხმარებელმა აეროპორტში მომუშავე პერსონალს ჰკითხა, თუ რა იყო ყველაზე უცნაური ნივთი, რაც მათ მგზავრისთვის ჩამოურთმევიათ? პასუხები ძალიან მოულოდნელი აღმოჩნდა.

ამ სიაში ყველაზე ძნელად დასაჯერებელ ვერსიებს შემოგთავაზებთ.

1. "შემოწმებისას ძაღლმა რაღაც უცნაური სუნი იგრძნო, ჩანთა გავხსენით და შიგნით უამრავი, სხვადასხვა ზომის დილდო დაგვხდა"

ფოტო: gifer

2. "ერთი კაცი, 1 ლიტრი ქლოროფორმის წაღებას ცდილობდა"

ფოტო: makeagif

3. "ერთმა მგზავრმა მკითხა: 'შემიძლია ხომ, ელექტრონული ხერხი წავიღო, თუ ელემენტებს ამოვაცლი?', ვერაფერი ვუპასუხე, უბრალოდ დიდხანს მივაშტერდი"

ფოტო: Tumblr

4. "მგზავრს ბატი გავაყოლეთ ემოციური მხარდაჭერისთვის, არ ვიცი, როგორ მუშაობს, მაგრამ როგორც ჩანს, ზოგიერთი ბატი ნერვიულ მგზავრს ამშვიდებს"

ფოტო: Giphy

5. "მონადირეებმა ირმის ხორცი ნაჭრებად დაჭრეს, ყუთებში ჩაალაგეს, ზემოდან სკოჩიც შემოახვიეს და გაყინეს. რატომღაც ეგონათ, რომ ყინული მთელი ფრენის განმავლობაში არ დადნებოდა და სისხლის მოსვრა არაფერს ემუქრებოდა"

ფოტო: Gifer

6. "ჩემი მეგობარი აეროპორტში მუშაობს, მან მომიყვა, რომ ერთხელ კაცი გააჩერეს, რომელსაც ჩანთა სავსე ჰქონდა ქალი მანეკენის ნაწილებით: თავი, ფეხები, ხელები, ტანი. ეგონათ, რომ შიგნით ნარკოტიკები ედო. აღმოჩნდა, რომ უბრალოდ მანეკენები უყვარდა"

7. "გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, მაგრამ ერთი მგზავრი, მაღალი სიძლიერის მაგნიტის წაღებას ცდილობდა. ისეთი ძლიერი იყო, რომ ჩვენს კონვეიერს ბორბლები მოგლიჯა და სამმა კაცმა ძლივს მოვაშორეთ"

8. "ერთ მგზავრს 2 ჩემოდანი კვერცხის ჩასადები ქაღალდის ყუთები ჰქონდა სავსე, სხვა თან არაფერი მიჰქონდა"

9. "ბანგკოკის აეროპორტში, მგზავრს სურდა ჩემოდნის ატანა, რომლითაც წყლიან პარკში გამომწყვდეული ეგზოტიკური თევზები გადაჰქონდა. ძალიან გაუკვირდა, როდესაც ბორტზე მისი ატანა ავუკრძალეთ"

10. "მე შევესწარი, კაცი 1 არყის ბოთლის გატანას 1 საათი ითხოვდა, ბოლოს მთლიანად ჩაცალა და გულის შეტევა დაემართა"

11. "ერთი კაცი ჩუმად ცდილობდა ლუბრიკანტის შეტანას. ვკითხე რისთვის უნდოდა და მიპასუხა მასტურბაციისთვისო, მეც გავატანე"

12. "ჰაიტის მიწისძვრის შემდეგ, ერთ კაცს ჩანთა მხოლოდ პორნოგრაფიით და ნაღდი ფულით ჰქონდა სავსე. არც ტანსაცმელი ან რამე სხვა ნივთები. საბუთებიდანაც მხოლოდ პასპორტი"

13. "ერთმა მგზავრმა ჩანთაში ფლამინგო ჩაისვა და გარშემო ბალიშები ჩაუდო, რომ მისი მოძრაობის ხმა არავის გაეგო. თანაც ფიქრობდა, რომ ბალიშების გამო რენტგენი ვერ აღმოაჩენდა. როგორც ჩანს წარმოდგენა არ ჰქონდა, როგორ მუშაობს აეროპორტში რენტგენი. საბოლოო ჯამში დააპატიმრეს"

Facebook კომენტარები