ევროპის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები Ryanair-ი და Wizz Air-ი ბილეთებს საკმაოდ დაბალი ტარიფებით ყიდის, რომლებიც მგზავრებს საშუალებას აძლევს იმოგზაურონ 10-20 ევროდ, ზოგჯერ კი 5 ევროდ – ერთი მიმართულებით.
მაგრამ მგზავრების მხოლოდ მცირე რაოდენობამ თუ იცის როგორ ხდება ფრენის ღირებულების ფორმირება. დღეს ეს ინფორმაცია უკვე საჯაროდ გახდა ავიაკომპანიების ფინანსური ანგარიშგების წყალობით.
ავიაკომპანიები ბირჟებზე გავიდნენ და ახლა ყოველწლიურად ვალდებულნი არიან აქციონერებს ანგარიში ჩააბარონ, რითაც საზოგადოებისთვის ადრე დაფარული ინფორმაცია საჯარო ხდება.
მაგალითად, ფინანსურ 2021 წელს Ryanair-ს ერთი მგზავრის გადაყვანა 90 ევრო დაუჯდა, Wizz Air-ს კი 115 ევრო.
გასათვალისწინებელია, რომ ფინანსური წელი მოიცავს 2020 წლის 1-ლი აპრილიდან 2021 წლის 31 მარტამდე პერიოდს, როდესაც COVID-რეგულაციების გამო ქვეყნებს მოგზაურობაზე გარკვეული შეზღუდვები ქონდათ დაწესებული.
Ryanair-ის ხარჯები:
Ryanair-ის მთლიანი საოპერაციო ხარჯები 2021 ფისკალური წლისთვის შეადგენდა 2 მლრდ 475 მლნ 200 ათასი ევროს.
საანგარიშო პერიოდში დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ ყველაზე მეტი თანხა ამორტიზაციაზე დახარჯა – 571 მლნ ევრო, ანუ მთლიანი ხარჯების 23%-ი.
საწვავ-საპოხი მასალებისთვის ავიაკომპანიამ დახარჯა 542,6 მლნ ევრო ანუ მთლიანი ხარჯების 21,9%-ი.
ხარჯებში მესამე ადგილი დაიკავა პერსონალის ხარჯებმა – 472,2 მლნ ევრო, ანუ მთლიანი ხარჯების 19%-ი.
Ryanair-ის სხვა ხარჯები:
აეროპორტებში სხვადასხვა სახის გადასახადები – 287,2 მლნ ევრო (11,6%);
თვითმფრინავების ტექნიკური მომსახურება, შეკეთება და სათადარიგო ნაწილები – 206,7 მლნ ევრო (8,4%);
ბილეთების დისტრიბუცია, რეკლამა – 201,5 მლნ ევრო (8,1%);
საჰაერო ნავიგაციის საფასური – 187,3 მლნ ევრო (7,6%);
თვითმფრინავების იჯარა – 6,7 მლნ ევრო (0,3%).
Wizz Air-ის ხარჯები:
Wizz Air-ის საოპერაციო ხარჯებმა 2021 ფისკალურ წელს 1 მლრდ 173 მლნ 400 ათასი ევრო შეადგინა.
ამ პერიოდში ავიაკომპანიის ხარჯებიდან ყველაზე დიდი დანახარჯი მოდის ტექნიკის ამორტიზაციასთან დაკავშირებულ ხარჯებზე – 345,3 მლნ ევრო, ანუ მთლიანი ხარჯების 29,4%.
საერთო ხარჯებში მეორე ადგილი დაიკავა სხვადასხვა გადასახადმა აეროპორტებსა და საჰაერო სანავიგაციო მომსახურებებში – 254,9 მლნ ევრო, ანუ მთლიანი ხარჯების 21,7%.
ავიაკომპანიამ საწვავზე დახარჯა 253,8 მლნ ევრო, ან მთლიანი ხარჯების 21,6%. ამრიგად, ბილეთში საწვავის ხარჯი მეხუთე ადგილზეა.
Wizz Air-მა თვითმფრინავების მოვლა-პატრონობაზე, სახარჯო მასალებსა და სათადარიგო ნაწილებზე დახარჯა 165,7 მლნ ევრო (14,1%);
პერსონალის ხელფასები – 132,9 მლნ ევრო (11,3%);
ბილეთების დისტრიბუცია და რეკლამა – 19,6 მლნ ევრო (1,7%);
სხვა ხარჯები – 1,2 მლნ ევრო (0,1%).
წყარო: https://avianews.ge/rashi-kharjaven-phuls-evropis-umskhvilesi-louqosterebi-ryanair-i-da-wizz-air-i/