ლონდონი დიდი ბრიტანეთის დედაქალაქი, ქალაქი ღირსშესანიშნაობა და ინგლისური ტრადიციების მცველია, ლონდონი (London) — ბრიტანული „ექსკურსიის“ ყველაზე პოპულარული მიმართულებაა. და ეს მიმართულების სიძვირისა და სასტუმროების უმრავლესობის აშკარა უბრალოების მიუხედავად. იხილო სამეფო გვარდიელები, მოუსმინო ბიგ-ბენის რეკვას, გამოკვებო ყვავები ტაუერში და ლონდონის თვალიდან გადმოხედო ქალაქს – ეს დედაქალაქის ტურისტების აუცილებელი მარშრუტებია (ისევე როგორც ტრადიციული „პარასკევის ჭიქა“ სოჰოს გადატვირთულ ბარებში).

ლონდონის – ინგლისისა და დიდი ბრიტანეთის დედაქალაქის მონახულებმა მხოლოდ იმიტომ ღირს, რომ ეს შერლოკ ჰოლმსის სამშობლოა. არ არის საკმარისი? აი კიდევ მიზეზი: უამრავი საინტერესო მუზეუმი, სადაც შესვლა უფასოა. ნუთუ ესეც ცოტაა? მაშინ კიდევ ერთი არგუმენტი – ლონდონში მუდამ უხვადაა განსაკუთრებით გემრიელი ლუდი.

2012 წლის
ივლისში ლონდონში 30-ე ოლიმპიური თამაშები ჩატარდა.

როგორ ჩავიდეთ ლონდონში

ყველაზე იაფი ავიაბილეთები თბილისიდან ლონდონი, წლის განმავლობაში

The Cheapest Flights for this Month from ქუთაისი to ლონდონი

The Cheapest Flights for this Month from თბილისი to ლონდონი

ლონდონის რაიონები

ბავშვობიდან ყველასთვის ნაცნობი ქალაქის
გზამკვლევის მიხედვით შესწავლა შუძლებელია: ის ზუსტად ისეთივეა, როგორც მილიონობით
ფოტოსურათზე, და ამავდროულად, შოკისმომგვრელად განსხვავებული, ცოცხალი, ჭრელი.
ერთი მხრივ, ის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მწვანე დედაქალაქია, სადაც თითოეულ უბანს
თავისი პარკი აქვს, ზოგიერთს რამდენიმეც კი. თუმცა, როდესაც ღარიბ კვარტლებში
ხვდებით, ხედავთ „ქაუნსილის“ საცხოვრებლით (сouncil house — ღარიბთა
სოციალური საცხოვრებლის ანალოგი) გაშენებულ არცთუ ისე სუფთა ქვის ჯუნგლებს.

აქ არაფერი გაგაოცებთ. ტრაფალგარის მოედნისკენ
მიმავალ გზაზე შეიძლება მოხვდეთ ინდურ ან ჩინურ კვარტალში („ჩაინათაუნი“ სოჰოში). ქალაქის
რუკაში თავჩარგულმა, უცებ შესაძლოა ჰიპსტერულ „ბაზრობაზე“ ამოყოთ თავი:
შესახვევში, სადაც უცნაური ტანსაცმელი და კომიქსები გვერდიგვერდ დახლზე იყიდება.
და ეს ყველაფერი თავს ტურისტული ცენტრის შუაგულში გადაგხდებათ, სადღაც
ვესტმინსტერში ან სამხრეთ კემდენში.

„უკაცრავად,
სად არის აქ ბიგ-ბენი?“

ლონდონის გულად, რომელიც ქალაქის დასათვალიერებლად საუკეთესო ათვლის წერტილია, მიიჩნევა სიტი – ერთგვარი ქალაქი ქალაქში, ცალკე ადმინისტრაციული ერთეული, თვითმმართველობით, რომელიც ჯერ კიდევ შუასაუკუნეებიდან შემორჩა. სიტის გარდა დიდ ლონდონში 32 ადმინისტრაციული რაიონია: კიდევ ერთი city (city of Westminster), სამი royal borough – (borough – ინგლისურიდან ითარგმნება როგორც „პატარა ქალაქი“), რომლებსაც მიეკუთვნება გრინვიჩი, კინგსტონ-აპონ-ტემზა, ასევე კენსინგტონი და ჩელსი, დანარჩენი 28 კი მიეკუთვნება კატეგორიას „უბრალოდ borough“.

საკუთარი რეგლამენტის თანახმად, ლონდონი ორ ნაწილად იყოფა – შიდა და
გარე. შიდა, მდინარე ტემზით გაყოფილი, არსებითად ქალაქის ცენტრალურ ნაწილს
წარმოადგენს; იგი ლონდონის ყოფილი საგრაფოს ფარგლებს არ სცდება ანუ მდებარეობს 12
რაიონის ფაგლებში (ვესტმინსტერი, გრინვიჩი ისლინგტონი, კემდენი, კენსინგტონი და
ჩელსი, ლამბეთი, ლუიშემი, საუთვორკი, ტაუერ ჰემლეტსი, უონდსვორტი, ჰაკნი,
ჰამერსმითი და ფულემი), ტერიტორიულად მათ დამოუკიდებელ სიტის უმატებენ.

უფრო სწრაფად ორიენტირებისთვის საკმარისია დააკვირდეთ, თუ როგორ არის
დაყოფილი ქალაქის მეტრო ზონებად: 1-2 ზონების ცენტრალურ წრეში შიდა ლონდონია
მოქცეული. შემდეგი წრე (ზონები 3-4) რამდენიმე ათეულ რაიონს მოიცავს, მათ შორის „სპორტულად ცნობილ“ უიმბლდონსა და უემბლის, გრინვიჩს („დედაქალაქის ზღვის კარიბჭე“, ერთადერთი იმ მოშორებით
მდებარე უბანთაგან, სადაც ძეგლების
დათვალიერებას მთელ დღეს მოანდომებთ), ტოტენჰემი და სხვ. 5-6 ზონების ბოლო წრე გარს აკრავს დიდ ლონდონს, რომელიც
მოიცავს უახლოეს გარეუბნებსა და ჰითროუს აეროპორტს. აქ „სწორედ ის ლონდონია“ კონცენტრირებული.

მაშ ასე, არის სამი ისტორიული ცენტრი (რა თქმა უნდა, შიდა ლონდონში,
რადგან მე-20 საუკუნის დასაწყისამდე გარე ლონდონის უმეტეს ნაწილს ტყეები და
ჭაობები იკავებდა), საიდანაც გაიზარდა ქალაქი – ყველა მათგანი დასახლებული იყო
უხსოვარი დროიდან (ანუ ათვლას ქრისტიანობამდე ან ადრეული ქრისტიანობის პერიოდიდან
იწყებენ).

ტემზის მარცხენა, ჩრდილოეთ სანაპიროზე – ვესტმინსტერი
და სიტი, მარჯვენაზე კი – მათთან ტაუერის ხიდით დაკავშირებული საუტვორკი (არანაირი ეპითეტები: მოკრძალებულად დავდივართ,
ვათვალიერებთ და ვცდილობთ ძლიერმა ქარმა არ წაგვიღოს). ჩრდილოეთ სანაპიროზე ქალაქის ცენტრში 1666
წლამდე ძეგლები თითქმის არ არის შემორჩენილი გრანდიოზული ხანძრის გამო. სამხრეთ
სანაპირომ კი რამდენიმე ძველი ძეგლი შეინარჩუნა და უდიდესი მოგონებები დაიტოვა.

სიტი და ტაუერ ჰამლეტი

სიტიში ლონდონი ჩვენს წინაშე პირქუში და დიდებული (წმინდა პავლეს უზარმაზარი
ტაძარი, ეკლესია St Bridge Church) წარდგება, ისევე როგორც საოფისე და
თანამედროვე: ცათამბრჯენები Broadgate Tower, St Mary Axe და ა.შ. ზოგჯერ მას
შეცდომით უმატებენ სიტის მომიჯნავე რაიონს ტაუერ ჰამლეტს (ამავე სახელწოდების ხიდი
და ციხე-სიმაგრე). ორივე რაიონში არ არის ბევრი განთავსების ობიექტი ტურისტებისთვის,
აქ უმეტესად აპარტამენტები მდებარეობს. ასეთი ნომრები ან ბინები სწრაფად იყიდება.

ვესტმინსტერი

სიტის დასავლეთით მდებარეობს კიდევ ერთი ისტორიული ცენტრი,
ვესტმინსტერი; უწესრიგო და ალაგ-ალაგ ნაკლებად სუფთა. იგი ფართო ტერიტორიას იკავებს
(ჩრდილოეთით მდებარე კემდენიდან სამხრეთით მდებარე ტემზამდე), მოიცავს ქალაქის ყველაზე
ცნობილ პარკებს (გრინ-პარკი, ჰაიდ-პარკი, კენსინგტონის ბაღები, რიჯენტს-პარკი და სენტ
ჯეიმს პარკი) და ყველაზე პრესტიჟული კვარტლები, რომლებსაც ზოგჯერ ცალკეულ უბნებსაც
უწოდებენ: ბელგრავია, კოვენტ-გარდენი ჩამწკრივებული თეატრებით, სოჰო, მეიფერი,
მერილებონი. ამაოა ვესტმინსტერის ყველა ღირსშესანიშნაობის ჩამოთვლა: ტრაფალგარის
მოედანი, სამეფო რეზიდენცია ბუკინგემის სასახლეში, პარლამენტის შენობა ბიგ-ბენით,
ვესტმინსტერის სააბატო, ტეიტის გალერეა. ეს კიდევ ერთი ლონდონია ჟურნალის
გარეკანიდან. ყველაზე ტურისტული ქუჩებია: უაიტჰოლი, ბეიკერ-სტრიტი, ოქსფორდის
ქუჩა, დრური-ლეინი, პიკადილი, ფლიტ-სტრიტი.

ამასთან, ცუდად განათებულ შესახვევში სამეფო ოპერის
სახლის გარშემო სეირნობის დროს (როგორც კვარტალს, თეატრსაც კოვენტ-გარდენს
უწოდებენ), თავს საფრთხეში იგდებთ, რომ საეჭვო წარმოშობის გუბეში აღმოჩნდეთ ან
ერთ-ერთ მთავარ ქუჩაზე მაღაზიიდან გამოსულმა უსახლკაროს დაადგათ ფეხი, რომელიც საძილე
ტომარაში გახვეული დასაძინებლად ემზადება, პირდაპირ ფანჯრების ქვეშ.

ვესტმინსტერში უამრავი სასტუმროა; თუ კარგად მოძებნით, მეტ-ნაკლებად შესაფერისი
ვარიანტის პოვნას შეძლებთ.

კემდენი

სიტისა და ვესტმინსტერის ჩრდილოეთით გადაჭიმულია კემდენი
– რაიონი, რომელიც აუცილებლად უნდა იხილოთ, რათა ლონდონი შეიყვაროთ. ვესტმინსტერის
ხალხმრავლობის შემდეგ, აქ ღრმად ისუნთქებთ – ეს არის მშვიდი, რესპექტაბელური,
ისტორიული (სამხრეთ მხარე, ბლუმსბერი), მწვანე რაიონი. გეორგიანულ ეპოქაში პარკების
ნაცვლად მრავალი სკვერი გააშენეს (ქუინ სკვერი, რასელ-სკვერი, ფიცროი-სკვერი, ბლუმსბერი-სკვერი
და ბედფორდ-სკვერი). ხოლო ვესტმინსტერის საზღვართან მდებარე ლინკოლნს-ინ-ფილდის მოედანი-პარკი
ნიუ-იორკის ცენტრალური პარკის პროტოტიპად ითვლება.

აქ ბრიტანეთის მუზეუმში დაცულია მსოფლიოს სიძველეების ერთ-ერთი
უდიდესი კოლექცია, ხოლო ლონდონის უნივერსიტეტის ფაკულტეტების უმეტესობა კემდენშია
თავმოყრილი. სხვათა შორის, კინგს-კროსის სადგურის კომპლექსი, რომლის არარსებული
პლატფორმიდან ჰარი პოტერის უნივერსიტეტამდე მატარებელი მიემგზავრებოდა, ასევე კემდენში
მდებარეობს. როგორც ლონდონის სხვა ნაწილებში, მე-18-19 საუკუნეების ნაგებობები
ცათამბრჯენებსა და საცხოვრებელ კვარტლებს ენაცვლება. ეს ასევე არის „ლონდონური“
ფორმატის ბაზრობების რაიონი: იაფი სუვენირების, მარტივი საკვების, სადავო
იერსახისა და ხარისხის, მაგრამ ძალიან სახალისო ახალგაზრდული სამოსის სიუხვით.

სადღაც ბლუმსბერში თუ დასახლდებით, შეგიძლიათ
ბრიტანეთის მუზეუმს თითქმის ყოველდღე ეწვიოთ და ფეხით გაისეირნოთ ვესტმინსტერსა და
სიტიში. თუმცა აქ მრავალი ქსელური სასტუმროა, რის გამოც საშუალო ფასი საკმაოდ მაღალია.

ტემზის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე შიდა ლონდონის სხვა რაიონებში ძირითადად
წესიერ საცხოვრებელ უბნებს შეხვდებით დაბალსართულიანი შენობებით, თანამედროვე
თეატრებით, პარკებით, ლონდონის საფეხბურთო კლუბების მსოფლიოში ცნობილი
სტადიონებით, სავაჭრო ცენტრებითა და მრავალი რესტორნით. სასტუმროები აქ გაცილებით უფრო
იაფია, რადგან მთავარ ღირსშესანიშნაობებამდე ფეხით ვერ მიხვალთ.

სამხრეთ სანაპირო

შიდა ლონდონში ტემზის მეორე მხარეს ნაკლები ღირსშესანიშნაობებია,
რომლებიც ძირითადად განთავსებულია ტაუერის გადაღმა მდებარე მდინარის სანაპიროზე –
ლამბეტში: „ლონდონის თვალი“, ვატერლოოს სადგური და მე-17-19 საუკუნეების იმპერიის
მთავარი საზოგადოებრივი ბაღები ვოქსჰოლ გარდენს, შექსპირის თეატრი „გლობუსი“,
შუასაუკუნეების ქალაქის ტაძარი, ომის საიმპერიო მუზეუმი. აქ განთავსებას
ხელმომჭირნე ტურისტები ანიჭებენ უპირატესობას – რაც უფრო ღრმად იპოვით
საცხოვრებელს ჩრდილოეთით, მით უფრო ეკონომიურია.

ლონდონს ტურისტებისთვის უსაფრთხო ქალაქს ვერ ვუწოდებთ. ამგვარად,
გიდები ყოველთვის ურჩევენ ტურისტებს სიფრთხილე გამოიჩინონ და თავი მოარიდონ
აფრიკელი ამერიკელებით, უფრო სწორად კი „აფრიკელი ინგლისელებით“ დასახლებულ გარე
ლონდონის კვარტალებს. მეორე მხრივ, ქალაქის ცენტრში თქვენ კიდევ უფრო დიდი რისკის
ქვეშ აღმოჩნდებით ჯიბის ქურდებისა და ტელეფონის ქურდების მხრიდან (ქურდობა ხშირია,
როდესაც ტელეფონს მეტროდან ამოსვლის დროს ართმევენ – იმ ზონაში, სადაც სიგნალი
იწყებს დაჭერას).

კიდევ
უფრო მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართ (!). თუ
ლონდონის ავტომობილის მძღოლები თვალს ადევნებენ გზასა და ქვეითებს, მაშინ ცნობილი
ორსართულიანი ავტობუსების მძღოლები დღისით სახიფათო მანევრებს ასრულებენ
ხალხმრავალ გზაჯვარედინებზე, ხოლო ღამით საკმაოდ სწრაფად მოძრაობენ. ამიტომ, ღამით
ცენტრში ქუჩაზე მხოლოდ მაშინ უნდა გადახვიდეთ, როდესაც დარწმუნდებით, რომ ახლომახლო
არცერთი „წითელი“ არ ჩანს.

ტრანსპორტი

ლონდონში საზოგადოებრივი ტრანსპორტი
შესანიშნავად არის განვითარებული. იგი წარმოდგენილია მეტროთი, ცნობილი
ორასართულიანი ავტობუსებით, ტრამვაით, რკინიგზით, წყლის ტრანსპორტით, ტაქსით.
იზრდება ველოსიპედების პოპულარობა. უფრო მეტი ინფორმაცია ქალაქში გადაადგილების
ყველა ვარიანტის შესახებ, აგრეთვე მგზავრობის ღირებულების გადახდის საშუალებების
შესახებ, მოცემულია ვებ-გვერდზე „ლონდონის ტრანსპორტი“.

კავშირი და Wi-Fi

მობილური კავშირი თუ
როუმინგი?

ლონდონში სავსებით შესაძლებელია
მობილურ კავშირზე თანხის დაზოგვა. სახელშეკრულებო ტარიფები წელიწადში/თვეში
განსაზღვრული მომსახურების პაკეტით უფრო იაფი დაგიჯდებათ, ვიდრე წინასწარ გადახდილი,
ხოლო ადგილობრივმა მობილური კავშირის ოპერატორებმა ნამდვილი ნადირობა მოაწყვეს ტურისტებზე,
სტუდენტებზე, საშოვარზე ჩამოსულ უცხოელებზე.

pay as you go სისტემა
არ მოითხოვს ხელშეკრულების დადებას ანუ დოკუმენტების წარდგენას. სიმ-ბარათის
შეძენა კი თითქმის ყველგან შეგიძლიათ: აეროპორტში მდებარე ავტომატებში, ჯიხურებში,
პატარა მაღაზიებში. თუმცა თავად ბარათში 5-10 GBP გადახდა მოგიწევთ. თუ სიმ-ბარათს
ოპერატორის ვებ-გვერდზე შეუკვეთავთ (უნდა იცოდეთ მიტანის მისამართი) ან ოპერატორის
ერთ-ერთ საფირმო პუნქტს იპოვით, მაშინ იგივე პირობითი 5 GBP თქვენს ანგარიშზე
დაირიცხება.

მობილური კავშირის
ყველა ადგილობრივი ოპერატორი 3G და 4G საიმედო დაფარვას უზრუნველყოფს. პაკეტის
საშუალო ფასი თვეში ტრაფიკის მინიმალური ოდენობით (100-500 მბ) და წინასწარ
გადახდილი წუთებით 10-15 GBP-ია. ამასთან, საქართველოში ზარის განხორციელება შესაძლოა
1-2 GBP ღირდეს. MVNO-ოპერატორები (Lebara, Tesco, Giffgaff, Tello, Virgin, Asda)
მინიმუმ 1,5 ჯერ იაფია და ისინი ჩამოსულებზეც არიან ორიენტირებული. საქართველოსთან
საუბრის წუთი აქ 5-9 GBX-დან (პენსი) იწყება ტარიფის მიხედვით. pay as you go რეჟიმში
კავშირის შემთხვევაში, ანგარიში ჩვეულებრივ ივსება 10 და მეტი GBP ნომინალური
ღირებულების ბარათებით.

მობილური ინტერნეტი ინგლისში არ არის იაფი: 500
მბ თვეში 5 GBP- დან, 3 გბ თვეში 15 GBP- დან და ა.შ.

Wi-Fi

ლონდონში უფასო
ინტერნეტის საკითხთან დაკავშირებით, ყველაფერი მარტივი როდია. სასტუმროში, როგორც
ნომერში, ისე მის ტერიტორიაზე, შესაძლოა მოითხოვონ 5-7 GBP– დან გადახდა 8 საათის
განმავლობაში. ბევრი პაბი, რესტორანი და კაფე მოგაწოდებთ დაწესებულებიდან ქსელში
შესვლის პაროლს, მაგრამ საზოგადოებრივი ქსელები მობილური ტელეფონით რეგისტრაციას მოითხოვს,
ამასთან აუცილებლად ბრიტანული ნომრით.

ტურისტების გამოცდილების თანახმად, Wi-Fi-თან
დაკავშირების უმარტივესი გზაა Wetherspoon’s პაბების ქსელში (მაგრამ ყველგან
საიმედო სიგნალი არაა) ან Fuller, ყველგან მსუფევ მაკდონალდსა და სტარბაქსში,
Costa-ს ყავახანების ქსელში. როგორც ვარიანტი, შეიძლება მოითხოვონ რეგისტრაცია ელ.
ფოსტით და დამატებით თქვენი ლონდონის მისამართის შეყვანა დაგჭირდებათ.

London Pass

London Pass (LP) – ეს არის პლასტიკური ბარათის
(შესასვლელი ბილეთის), Guidebook გზამკვლევისა და მობილური აპლიკაციის კომპლექტი.
იგი მოიცავს ექსკურსიებს, ბილეთებს მუზეუმებსა და თეატრებში, ტურებს უიმბლდონის
კორტებზე, „ჩელსისა“ და „არსენალის“ საშინაო მატჩების ბილეთებს და მრავალ სხვას,
ისევე როგორც ურიგოდ შესვლის უფლებას.

ერთდღიანი ბარათის ღირებულებაა 59 GBP (საბავშვო
ბილეთი 5-დან 15 წლამდე – 39 GBP), ორდღიანი ბარათები – 79 (59) GBP, სამ და
ექვსდღიან ბარათებზე მოქმედებს ფასდაკლება – ამ შემთხვევაში 85,50 (59,40 ) GBP და
109,65 (69,65) GBP შესაბამისად. ახლახან ათდღიანი ბარათიც გამოუშვეს, რომელიც
ფასდაკლებით უფრო იაფი დაგიჯდებათ, ვიდრე ექვსდღიანი ჩვეულებრივი ფასით – 127,20
(87,20) GBP. აუცილებელი წინაპირობა: The London Pass საშუალებას გაძლევთ ერთი
დღის განმავლობაში შეზღუდული რაოდენობის ღირსშესანიშნაობებს ეწვიოთ – ისე, რომ
შესასვლელი ბილეთების საერთო რაოდენობა არ აღემატებოდეს 90 GBP-ს.

ერთდღიანი ბარათით თეორიულად 31 GBP დაზოგავთ (რეალურად
კი 6-18 GBP, რადგან LP-ის პროგრამის მიხედვით დღეში მაქსიმუმ 66-77 GBP დახარჯავთ
– ერთი დღის „განრიგის“ კარგი მაგალითები პირდაპირ London Pass ვებ-გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ). 2-3 დღიანი ბარათები ყველაზე დიდი მოთხოვნით
სარგელობს – ეს ჩვეულებრივ საკმარისია იმისათვის, რომ ყველაზე პოპულარულ (ე.ი.
ძვირადღირებულ) ექსკურსიებს ეწვიოთ და თან 100 GBP-მდე დაზოგოთ.

შეძენილი ბარათი ერთი წლის განმავლობაში მოქმედებს, მაგრამ
გააქტიურება პირველი ვიზიტის დროს ხორციელდება – ათვლა აქედან იწყება.

London
Pass -ის უპირატესობა – თანხის დაზოგვის შესაძლებლობაა, ისევე როგორც ფართო
საზოგადოებისთვის უცნობი ლონდონის ნახვა. ნაკლი – არსებობს დახარჯული ფუნტების
დაკარგვის შანსი, თუ მჭიდრო გრაფიკიდან ამოვარდებით.

ლონდონში LP კოპლექტი იყიდება ზონა 1-ის
მეტროსადგურებში (ქალაქის ცენტრი), ასევე რკინიგზის სადგურებზე. ვებ-გვერდის
მეშვეობით ფასდაკლება რომ მიიღოთ, ონლაინ შეძენა უნდა გააფორმოთ, ქვითარი ამობეჭდოთ
(ან საკონტროლო კოდი გადმოწეროთ) და მიიღოთ Leicester Square-ზე მდებარე გაცემის
პუნქტში. London Pass შეძენა ასევე შესაძლებელია Oyster Travelcard-თან კომპლექტში
– ღირებულებას დაამატეთ 13, 18 ან 28 GBP შესაბამისად 1,2 და 3 დღის განმავლობაში
მოქმედი ბარათებისთვის. ცალკე იყიდება Dining Pass ბარათი (10 GBP): 50%-მდე ფასდაკლება
კაფეებსა და რესტორნებში.

ლონდონის სასტუმროები

ლონდონში სასტუმროს ძიებისას გახსოვდეთ შემდეგი: ბრიტანეთის დედაქალაქი მსოფლიოს ქალაქებს შორის საცხოვრებლად ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებულია; საკმაოდ მაღალი ფასები იზრდება სპორტული ღონისძიებების დროს (რომლებსაც სამეფოს ქვეშევრდომნი ხალისით ესწრებიან); ყველაზე ძვირადღირებული სასტუმროები პირველ ზონაში მდებარეობს – ქალაქის ისტორიულ ცენტრში. რჩევა ლონდონში გამგზავრების ყველა მსურველისთვის – ნუ დაზოგავთ განთავსების საშუალებებზე.

Hotels ლონდონი: 3 stars

ფასებს „ცეცხლი უკიდია“.
ამგვარად, 60-75 GBP ორადგილიან ნომერში სამვარსკვლავიან სასტუმროში შესანიშნავ
ვარიანტად ითვლება „სასწრაფოდ დაიტაცეთ“ კატეგორიიდან. ლონდონში რაოდენობრივად
მეტია ოთხვარსკვლავიანი სასტუმროები (ხარისხის თვალსაზრისით პრეტენზია მათ მიმართაც
შეიძლება ჰქონდეთ – ძირითადად სპარტანული პირობების გამო, რომლებიც სტუმრების
აზრით ფასს არ შეესაბამება), საშუალო ღირებულება – 180 GBP-დან. ხუთვარსკვლავიანი
სასტუმროების ცალკე აღწერას აზრი არ აქვს: ფასების დიაპაზონი საკმაოდ დიდია,
200-400 და მეტი GBP ერთ დღე-ღამეში.

ლონდონში არსებობს ნამდვილი „სასტუმროები-ნაგავსაყრელი“, რომლებსაც ფასის გამო ირჩევენ, იმ იმედით, რომ დაჯავშნის ვებ-გვერდებზე უარყოფითი შეფასება და დაბალი რეიტინგი გადაჭარბებულია. გირჩევთ არ გქონდეთ ამის იმედი. თუ თქვენი ბიუჯეტი შეზღუდულია, გირჩევთ ოთახი კერძო ბინაში იქირაოთ დღეში 27 GBP-დან ან ჰოსტელში განთავსდეთ. ლონდონში არ არის ბევრი ჰოსტელი და შესაბამისად, მომსახურება არ გამოირჩევა კომფორტის მაღალი დონით და მხოლოდ ფასით იზიდავს – ერთი საწოლი საერთო ნომერში – 13 GBP-დან.

Hotels ლონდონი: Cheap

სავარაუდოდ Wi-Fi-ს ნომერში სარგებლობისთვის
გადახდა მოგიწევთ, მოთხოვნის შემთხვევაში ყველგან არ გასცემენ გადამყვანს
როზეტისთვის, ხოლო მისაღებში პერსონალი მხოლოდ ერთ ენაზე საუბრობს – ინგლისურ
ენაზე (თანაც ისე თავისუფლად და ისეთი აქცენტით, რომ თქვენი ინგლისური, რომელიც მთელ
მსოფლიოში გეხმარებოდათ, მეტყველების უნართან ერთად მოულოდნელად იკარგება). სამაგიეროდ:
გასასვლელში სადგამებია, სადაც სტუმრებისთვის განკუთვნილი ქოლგები აწყვია, საწოლებზე
კარგი გაგებით შემაშფოთებელი რაოდენობის ბალიშებია, ასევე თქვენ გელოდებათ
კლასიკური აბაზანა და კლასიკური ინგლისური საუზმე, ყველა მნიშვნელობით მომშრალო.

რა დავაგემოვნოთ

ინგლისური სამზარეულოს
ზოგიერთი კერძი ყოველდღიურ, ევროპულ ცხოვრებაში იმდენად შემოჭრილია, რომ მათ უკვე
დიდი ხანია ვერ ვამჩნევთ. ინგლისელებმა ტრადიციები ჩამოაყალიბეს: უხვი საუზმე,
ხორციანი კერძები ან ხორცის ღვეზელები, ჩაის სმა, ოდნავ გამომშრალი კექსი.

აუცილებლად დააგემოვნეთ
კონტინენტური საუზმე (ასევე ცნობილი, როგორც ინგლისური). იგი მოიცავს: მარცვლეულის
ფანტელებს ან მიუსლის, ფუნთუშებს, კრუასანებს, ჯემს, დაჭრილ ლორსა და ყველს.
ინგლისური საუზმე: დაამატეთ შემწვარი კვერცხი, შემწვარი ბეკონი, მოშუშული ლობიო, ტოსტი,
შემწვარი სოსისი ან ძეხვი; შესაძლებელია შემწვარი სოკო, მოშუშული თირკმლები, ბოსტნეული
და შემწვარი კარტოფილი. საუზმის მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ თუ გადაურჩით,
თამამად შეგიძლიათ არ ისადილოთ.

კიდევ ერთი ნაციონალური კერძია ხორცის ღვეზელი.
ეს არის საქონლის სუკის საკმაოდ დიდი ნაჭერი, რომელიც გახვეულია ფენოვანი ცომის
რულეტში სოუსითა და სოკოთი. იგი სადღესასწაულო კერძად ითვლება და კარტოფილთან ან
სხვა ბოსტნეულთან ერთად მოგართმევენ. შეგიძლიათ დააგემოვნოთ „მწყემსის ღვეზელი“ –
კიდევ უფრო ტრადიციული კერძია – ცხვრის/საქონლის ხორცის ან ფარშის ფენოვანი
მობრაწულა კარტოფილის პიურეთი.

გირჩევთ არ გაემგზავროთ
ინგლისიდან როსტბიფის დაგემოვნების გარეშე. მას აუცილებელად უნდა დააყოლოთ ინგლისური
ლუდი ან ელი. სხვათა შორის, ამბობენ, რომ ინგლისში ბოთლის ლუდი ჩამოსასხმელზე
გემრიელია – თავად დააგემოვნეთ.

ლონდონში Fish and
chips ყველა კუთხეში სთავაზობენ: იაფფასიან სასაუზმეებში და რესტორნებში. ეს არის
ჩვეულებრივი კარტოფილი ფრი ორცხობილაში ამოვლებული თევზის ფილეთი. კერძის ღირებულებაში
დიდი სხვაობაა – 4-დან 20 GBP-მდე. მასთან სოუსი (მწვანე ბარდისგან მაიონეზით და
ბოსტნეულის მინიმალური ოდენობით) თითოეულ დაწესებულებაში თავისებურად მზადდება.

დესერტზე – პუდინგი (ორთქლის
აბაზანაზე მომზადებული ღვეზელი). იგი შეიძლება იყოს ხილის, ნაღების, ცუკატის ან
ბადაგის დამატებით. ასევე გირჩევთ დააგემოვნოთ ადგილობრივი კექსები (შოკოლადის,
კენკრის, ცუკატის) და ჩიზქეისის ინგლისური ვერსია დაფშვნილი ორცხობილისგან.

ლონდონის სამზარეულო და
რესტორნები

მსოფლიოში ძნელად თუ იპოვით „ინგლისურ“’ რესტორნებს,
მაგრამ სად არ ნახავთ „ინგლისურ“ პაბებს.

ბრიტანული სამზარეულო არსებობს, მაგრამ ხშირად იგი იმავე
დაწესებულებაში ფრანგულ ან ხმელთაშუა ზღვის სამზარეულოსთან ერთად თანაარსებობს.
ლონდონელების ბევრი საყვარელი რესტორანი ღიაა ბაზრობებზე. მაგალითად, კაფეები და
რესტორნები Camden Market ან Old Spitalfields Market ყოველთვის ხალხით სავსეა. მრავალი
ჩინური და ინდური საზოგადოებრივი კვების ობიექტია. ჩინურ სასადილოებში ცალკე მდგომ
შვედურ მაგიდას იხილავთ – საშუალო ფასია 10-12 GBP, ინდურში – 15-18 GBP.

ყველაზე იაფად სწაფი კვების ობიექტებში მიირთმეთ,
რაც დაახლოებით 6 GBP დაგიჯდებათ. სენდვიჩ-კაფეებსა და ბარებში, საუზმე 6-7 GBP
ეღირება, მაგრამ ასეთი კაფეები ღიაა მხოლოდ 12:00 საათამდე. ნაშუადღევს შეგიძლიათ „Chippie“-ში
მიირთვათ: სადილი აქ 8 GBP ღირს, თან თუ წაითებთ – 3 GBP. რესტორნებში ყველგან
კარგად ამზადებენ, მაგრამ განსაკუთრებული კულინარიული შედევრების გარეშე.

დაწესებულებები ღიაა, ჩვეულებრივ, სადილიდან (11:30-12:30)
და გვიან საღამომდე (22:00-22:30). სასურველია მაგიდის დაჯავშნა პოპულარულ დაწესებულებებში.
როგორც ვარიანტი, შეგიძლიათ სცადოთ და გახსნის დროს მოხვიდეთ ან 21:00 საათის
შემდეგ, როდესაც ვიზიტორები უკვე იშლებიან. ოფიციანტს 10-15%-ს უტოვებენ – მაგრამ
კლიენტის შეხედულებისამებრ, ხშირად „ჩაისთვის“ გასამრჯელო ანგარიშში შედის.

ინგლისური
პაბი

სწორედ აქ უნდა მოხვიდეთ – თუ ბრიტანული
სამზარეულოსთვის არა, ატმოსფეროსთვის მაინც. თუმცა სამზარეულო ზოგჯერ ამ
დაწესებულებებშიც შესაბამის დონეზეა, მაგრამ აქ, როგორც წესი, 12:00 საათიდან
19:00 საათამდე ამზადებენ.

სიტის პაბებში ხალხმრავლობა, ჩვეულებრივ, საღამოობით, კვირის სამუშაო დღეებშია
(განსაკუთრებით პარასკევს), ხოლო შაბათს – ცარიელია. საძილე რაიონებში, პირიქით,
პაბები პარასკევს და შაბათს ივსება. პაბები ორ ნაწილად იყოფა: იქ, სადაც „მხოლოდ
სვამენ“, სადაც „სვამენ და ჭამენ“ და სადაც „სვამენ და ცეკვავენ“. ლუდი თითქმის
ყველგან კარგია. არ არსებობს განზავებული ლუდი, ასევე შეგიძლიათ იპოვოთ
ადგილობრივი, პატარა ლუდსახარშების მიერ წარმოებული ლუდი.

Icebar

2010 წლის შემოდგომაზე ლონდონში კვლავ გაიხსნა Icebar – ქალაქის
ერთ-ერთი სამიკიტნო. ეს არის დიდი მისაღები ოთახის ზომის ბარი, რომლის ყინულის
ხორგისგან დამზადებულ კედლებზე ნახატებია ამოჭრილი. ასევე ყინულისგან არის
დამზადებული მაგიდები, სკამები და კოქტეილის ჭიქები (ამიტომ უმჯობესია დახურულ
ტანსაცმელში მოხვიდეთ, შესასვლელთან თბილ მოსასხამსა და ხელთათმანებს გადმოგცემენ,
ტემპერატურა -5°C გრადუსია). ბარის ვიზიტის დრო შეზღუდულია: კლიენტებს ყოველ 40
წუთში უშვებენ, ხოლო გასასვლელთან სავარძლებია გათბობის ფუნქციით. ეს ბარი რამდენიმე
წუთის სავალ გზაზეა დაშორებული Oxford Circus და Piccadilly Circus-დან, Heddon
Street ქუჩის ბოლოს. შესვლის საფასურია დაახლოებით 16 GBP (დამოკიდებულია კვირის
დღეზე), მოიცავს რამდენიმე კოქტეილს; ყველა ალკოჰოლური სასმელი, რომელსაც ბილეთის
ფასში შესული სასმელების გარდა შეიძენთ, დაახლოებით 6 GBP დაგიჯდებათ.

ლონდონის
მუზეუმები

ბრიტანეთის დედაქალაქს მუზეუმების მსოფლიო
დედაქალაქსაც უწოდებენ. ზოგიერთმა მათგანმა უმდიდრესი კოლექცია შეკრიბა და შესასვლელი
ბილეთები გააუქმა. დანარჩენი კი, მაგალითად ტაუერის ხიდის მუზეუმი ან Cutty Sark
ხომალდი-მუზეუმი, London Pass-ის სისტემაში შევიდა, ზოგიც კი ნამდვილ ატრაქციონად
იქცა: რაში სჭირდება ლონდონს თავისი დისნეილენდერი, როდესაც აქ არის მუზეუმი ბეიკერ-სტრიტზე,
მადამ ტიუსოს მუზეუმი, ჰარი პოტერის მუზეუმი Warner Bros სტუდიოში. ლონდონის
ყველაზე კლასიკური მუზეუმებიც კი ისეა შექმნილი, რომ ვიზიტორს არა მხოლოდ ცქერის, არამედ
ექსპოზიციაში თითქოს მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ჰქონდეს.

დედაქალაქის მთავარი მუზეუმები უფასოა როგორც ბრიტანელებისთვის,
ისე სხვა ქვეყნების ვიზიტორებისთვის. როგორც წესი, აქ არის უფასო Wi-Fi, უფასო
ტუალეტები, კაფეები მისაღები ფასებით (შეგიძლიათ თან იქონიოთ საკვები, მაგრამ კაფის
ფარგლებს გარეთ მიირთვათ) და სხვადასხვა ენაზე უფასო ნაბეჭდი მასალებიც კი მიიღოთ.
ამ შემთხვევაში, მიღებულია შესაწირის დატოვება, რომლის რეკომენდებული ოდენობა
აქვეა მითითებული.

ბრიტანეთის მუზეუმს ჩვეულებრივ ლუვრსა და სანქტ-პეტერბურგის ერმიტაჟს
ადარებენ. აქ დაცულია სიძველეების უმდიდრესი კოლექცია: ფრაგმენტები და ქანდაკებები
ათენელთა პართენონიდან და სხვა ტაძრებიდან; ეგვიპტიდან ჩამოტანილი მუმიები და
სარკოფაგები (აგრეთვე პაპირუსის გრაგნილები, გრანდიოზული ქანდაკებები, ჭურჭელი);
დაკრძალვის, საკულტო, საყოფაცხოვრებო საგნები ძველი მესოპოტამიიდან (ასურეთიდან,
აქადიდან, შუმერიდან, ბაბილონიდან).

საბუნებისმეტყველო ისტორიის მუზეუმი განთქმულია
უძველესი ცხოველების კოლექციით (დინოზავრების, ხმალკბილა ვეფხვების და სხვა ისტორიამდელი
არსებების ჩონჩხები და ინტერაქტიული მულაჟები). შედარებისთვის, სანქტ- პეტერბურგში
მსგავსი რამ შეგიძლიათ იხილოთ კუნცკამერასა და რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის
ზოოლოგიურ მუზეუმში, მაგრამ აქ ექსპონატებს აქვთ მრავალფერი განათება, გამოსცემენ
ხმებს, ახდენენ მოძრაობის იმიტაციას.

სასკოლო არდადეგების დროს მთავარ შესასვლელთან ყოველთვის
რიგია, ამიტომ უმჯობესია დამატებითი შესასვლელით ისარგებლოთ Exhibition Road-ის
მხრიდან. და მზად იყავით სკოლის ჯგუფების დიდი რაოდენობისთვის, რადგან ბავშვები აქ
მოჰყავთ როგორც გაკვეთილებზე, ისე ექსკურსიებზე.

რამდენიმე ნაბიჯის მანძილზე მეცნიერების მუზეუმი
მდებარეობს, სადაც ყველა ექსპონატი (თვითმფრინავები, გემები, ავტომობილები,
სხვადასხვა ძრავი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა) დაპროექტებული და აწყობილია ისე, რომ
ვიზიტორებს შეეძლოთ მათი ტრიალი, ამუშავება და ხელით შეხება.

ვიქტორიისა და ალბერტის მუზეუმი – ლონდონის „დეკორატიულ-გამოყენებითი
ხელოვნების“ უმსხვილესი მუზეუმია: ერთ ჭერქვეშ აქ თავმოყრილია მხატვრული
ღირებულების მქონე სრულიად განსხვავებული საგნები. გობელენებიდან და სტატუეტებიდან
დაწყებული, აივნებებითა და ბალუსტრადებით დასრულებული.

ლონდონის ეროვნულ გალერეას ნახატების
დასათვალიერებლად სტუმრობენ: აქ განთქმული სახელებისა და შედევრების უდიდესი
კოლექციაა (ჯამში 2 ათასზე მეტი ნახატი). ესენია დასავლეთ ევროპის მხატვრები –
ნახატები მე-13 საუკუნიდან მე-20 საუკუნის დასაწყისამდე (ტიციანი, რაფაელი,
რუბენსი, რემბრანდტი, გეინსბორო, რეინოლდსი, ვან დეიკი, ველასკესი, ბოტიჩელი, ბოსხი,
ვან გოგი, და ვინჩი).

გალერეა „ტეიტ მოდერნი“ – ადგილია, სადაც
თანამედროვე ფერწერას უნდა გაეცნოთ (1900 წლის შემდეგ დაწერილი ნამუშევრები) და
არა მხოლოდ. ტემზის სამხრეთ სანაპიროზე მდებარე ყოფილი ელექტროსადგურის შენობას
აქვს საკმარისი სივრცე მასშტაბური ინსტალაციებისთვის, ზოგჯერ ეპატაჟური, მაგრამ
ყოველთვის ორიგინალური. გალერეა 2000 წლიდან არსებობს და მსოფლიოს ათი ყველაზე მონახულებადი
გალერეების სიაში შედის.

მადამ ტიუსოს მუზეუმი – ლონდონის კიდევ ერთი იერსახეა,
ამჯერად საზოგადოების გასართობად ცვილისგან ოსტატურად გამოძერწილი. ოდესღაც მუზეუმი
ცნობილი გახდა პარიზში (1845 წ.) გილიოტინაზე სიკვდილით დასჯილთა სიკვდილის
შემდეგდროინდელი ნიღბებით. მას შემდეგ, ტექნოლოგიები შეიცვალა, ცვილის ფიგურებს
გაცილებით დიდხანს ინახავდნენ, სპეციალური ხსნარებით ამუშავებდნენ – მაგრამ
საშინელებათა ოთახი ისევ ადგილზეა, მხოლოდ ფიგურებმა მოძრაობა დაიწყეს, დაემატა სუნი
და ხმა.

სახალისო ფაქტი: ნებადართულია ქანდაკებებთან ფოტოს
უფასოდ გადაღება, (ბრიტანეთის სამეფო ოჯახის გარდა, რომლის წევრებთან ერთად ფოტოებს
სპეციალური ფოტოგრაფი იღებს).

შერლოკ ჰოლმსის მუზეუმი სრულად შეესაბამება კონან
დოილის მოთხრობების სულისკვეთებას, იგი ძალიან ავთენტურადაა შექმნილი. აქ
შეგიძლიათ ფოტო გადაიღოთ შერლოკის კეპში, დასხდეთ მის სავარძელში, ბუხართან გაზეთი
წაიკითხოთ.

მუზეუმში „ლონდონის საპყრობილე“ ვიზიტი ღირს ინგლისის შუასაუკუნეების
დედაქალაქის მოსანახულებლად, როდესაც მყრალი სუნი და სიბინძურე ქუჩების განუყოფელი
ნაწილი იყო, ხოლო საჯარო სიკვდილით დასჯა – ხალხის საყვარელი სანახაობა.

ლონდონისა და შემოგარენის სასახლეები

ლონდონის სასახლეები სამეფო ოჯახთან ასოცირდება. ამიტომ, ლონდონს შეუძლია შეეპასუხოს სანქტ-პეტერბურგის სტუმრებს: „პეტერეგოფი, შადრევნები, ლომები? ჩვენთან კი დედოფალი ცხოვრობს, დროშას კარგად ხედავთ?“

ბუკინგემის სასახლე

რამდენიც არ უნდა ისაუბრონ, რომ თავად სასახლე პატარა, ნაცრისფერი და მოსაწყენია, ტურისტების რიგი აქ არ ილევა. დედოფალი შოტლანდიაში მხოლოდ რამდენიმე თვით მიემგზავრება – ჩვეულებრივ, აგვისტო-სექტემბერში. მთელი ამ ხნის განმავლობაში საზეიმო დარბაზებში შესვლა
ვიზიტორებისთვის
ღიაა. ასევე შესაძლებელია არადაწესებულ დღეებში
შესვლა, როდესაც მონარქი სადღაც
მიემგზავრება (რასაც მიუთითებს
სასახლის
თავზე დაშვებული დროშა). დასათვალიერებლად
ღიაა მწვანე მისაღები ოთახი, სასადილო ოთახი, სეფე-დარბაზი, გალერეა. ზოგჯერ გამოფენები იმართება, გასასვლელში კი სუვენირების მაღაზია მდებარეობს.

ზოგჯერ შეუძლებელია სასახლის ირგვლივ შეღწევა, ანუ ღობეს ვერ მიუახლოვდებით. ეს ხდება ყარაულის შეცვლის საათებში (11:30 საათზე დღე ჩაგდებით). ტურისტები სხვა დროსაც სიამოვნებით უღებენ სურათებს
გვარდიელებს, რომლებსაც მაღალი დათვის ტყავის ქუდები ახურიათ. გასაკვირი სულაც არ
არის, რადგან იგი სამეფო ბრიტანეთის უმოძრაო
სიმბოლოა. სასახლის წინ მდებარე მოედანზე შეგიძლიათ იხილოთ ცხენოსანი
პოლიციელები არანაკლებ
საინტერესო თავსაბურავებით.

უესტმინსტერის სასახლე

ბუკინგემის მსგავსად, ეს სასახლეც ვიზიტორებისთვის ღიაა გარკვეული პერიოდის განმავლობაში – აგვისტოს დასაწყისიდან სექტემბრის შუა რიცხვებამდე, როდესაც აქ სხდომაში მონაწილე პარლამენტარები შვებულებაში გადიან. შენობა ჯერ კიდევ მე-11 საუკუნეში აშენდა, ხანძრის შემდეგ მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში კი იგი მთლიანად აღდგენილია. ასე რომ, იგი სიძველე კი არა, „ფსევდოგოთური“ სტილია. თუ ბუკინგემი დედოფლით არის ცნობილი, მაშინ უესტმინსტერი ცნობილია ახლომდებარე ბიგ-ბენით. საინტერესოა თუ რომელ
მათგანს ცნობენ ინგლისის ფარგლებს გარეთ?

უინძორის ციხე-სიმაგრე

კიდევ ერთი სამეფო
რეზიდენცია, ამჯერად სამეფო ოჯახის პირადი საცხოვრებელი. დააკვირდით დროშას, რომ
გაიგოთ, შეგიძლიათ თუ არა შიგნით შესვლა. როგორც წესი, კვირის განმავლობაში
არცერთი სამეფო პირი არ არის, მაგრამ შაბათ-კვირას დროშა შეიძლება ამაყად
ფრიალებდეს. მკაცრი სამეფო განრიგის თანახმად, ელისაბედი აქ ცხოვრობს მარტში,
აპრილში და ერთი კვირა ივნისში.

ეს არის უძველესი
ციხე-სიმაგრე (მე-11 საუკუნე), რომელიც გამოიყურება როგორც ციხე-სიმაგრეს
შეეფერება. აქ გაშენებულია კლასიკური პარკი სამეფო ბაღებით. შიგნით ათობით
საინტერესო ადგილია (რად ღირს თუნდაც დედოფალი მერის თოჯინების სახლი, წმინდა
გიორგის დარბაზის ან ვატერლოოს დარბაზის საზეიმო ინტერიერები, სამლოცველოები,
ჰერალდიკური ქანდაკებები).

უინძორში ვიზიტი (თანაც შესასვლელში რიგში
დრომის გარეშე, რომელმაც ერთ საათს და მეტხანს შესაძლოა გასტანოს) London Pass-ს ღირსშესანიშნაობების პროგრამაში შედის.

კენსინგტონის
სასახლე

ქალაქის ცენტრში მდებარე ამ მინიატურული
სასახლის მონახულებაც London Pass-ით შეგიძლიათ შესასვლელთან რიგში დგომის
გარეშე. სასახლე სამეფო რეზიდენცია გახდა მე-17 საუკუნიდან; აქ სამეფო ოჯახის უმცროსი
წევრები ცხოვრობდნენ და ცხოვრობენ. დღეს იგი მსოფლიოში ყველაზე ცნობილი წყვილის – უილიამისა
და ქეითის, კემბრიჯის ჰერცოგი და ჰერცოგინიას ოფიციალური რეზიდენციაა. აქვე ცხოვრობს
პრინცი ჰარი.

სასახლე გამოირჩევა ვიქტორიანული ინტერიერით,
ხელოვნების ნიმუშებით (მაგალითად, მე-16 საუკუნის ფრესკები სამეფო სასამართლოს გამოსახულებით);
მის გარშემო 20 ჰექტარი ბაღია გაშენებული და აქვე მდებარეობს უნიკალური ორანჟერეა.
ეს არის ნამდვილი მექა ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც არ არის გულგრილი სამეფო სახლის
მიმართ. სასახლეში შეგიძლიათ იხილოთ სამეფო კაბების ცალკეული ექსპოზიცია მე-18 საუკუნის
ბოლოდან დღემდე. სწორედ კენსინგტონის სასახლე რჩებოდა პრინცესა დაიანას სახლად: ექსპოზიციაში
გამოფენილია მისი საქორწილო კაბა.

Facebook კომენტარები