ბოლო დროს საკუთარ თავთან ყველაზე ხშირად დასმული კითხვა – ასე არ არის?

ჩვენ, ისევე როგორც წინა ბლოგებში, ვეცადეთ რამდენიმე მთავარი კითხვისთვის პასუხი გაგვეცა, თუმცა, სანამ ჩაიკითხავდეთ, მანამდე გვინდა შევაჯამოთ და გითხრათ, რომ უპირველესი და ყველაზე მნიშვნელოვანი – დისტანციის დაცვა და ჰიგიენაა.

მგზავრობა თვითმფრინავით

იქიდან გამომდინარე, რომ ბევრ ადამიანთან ერთად გვიწევს საათებით მგზავრობა, თანაც დისტანციის დაცვაც არ გამოგვდის, ბუნებრივია, ეს კითხვა მუდმივად თავში გვიტრიალებს, თუმცა დაგამშვიდებთ და გეტყვით, რომ პირველ რიგში:

  • მგზავრობიდან – მგზავრობამდე ავიაკომპანიები სადეზინფექციო სამუშაოებს მუდმივად ატარებენ.
  • თვითმფრინავის გამწოვი სისტემა უზრუნველყოფს იმას, რომ თვითმფრინავში არსებულმა ჰაერმა ფილტრის საშუალებით თავი დააღწიოს არსებულ სივრცეს და გარედან, (ასევე ფილტრის საშუალებით) მუდმივად, ცირკულაციის რეჟიმში იმოძრაოს სუფთა ჰაერმა.

მეტი უსაფრთხოებისთვის, გირჩევდით:

  • თან იქონიოთ რამდენიმე ცალი პირბადე (რათა მგზავრობის განმავლობაში რამდენჯერმე მოახერხოთ მისი გამოცვლა)
  • სადეზინფექციო საშუალებებიც თან გქონდეთ (მიუხედავად იმისა, რომ ზოგი ავიაკომპანია თავად გირიგებთ)
  • გვესმის, ძალიან რთულია, თუმცა მგზავრობის განმავლობაში, გეკეთოთ პირბადე ისე, როგორც საჭიროა.

ეროვნული პარკები და ზოოპარკები

ნაციონალურ პარკებში, ზოოპარკებსა და ზოგადად, ღია სივრცეებში, რისკების თავიდან არიდება უფრო მარტივია, ვიდრე სხვა ადგილებში. ერთადერთი ამოცანა ამ დროს დისტანციის დაცვაა. ეცადეთ, ბილეთი ადგილის სტუმრობამდე, ონლაინ შეიძინოთ (ამ და სხვა ადგილებში, მაგ: მუზეუმი და ა.შ) და შესვლისას ელექტრონული ვერსია წარადგინოთ. ასეთ დროს, არ მოგიწევთ, რიგში ჩადგომა და თქვენს ნივთს სხვები არ შეეხებიან.

ზღვა

დიახ, ზღვა უსაფრთხოა! ალბათობა იმისა, რომ ზღვიდან Covid19 გადაგედებათ, ძალიან მწირია (თუ რა თქმა უნდა, დაინფიცირებულ ადამიანთან ერთად არ გაცურავთ)

თუმცა ისე, როგორც ყველგან, აქაც საჭიროა დისტანციისა და ჰიგიენის დაცვა. გირჩევდით, შეზლონგების ნაცვლად, უცხო მიწა-წყლის გემო გაგეგოთ და ძირს, ქვიშასა თუ კენჭებზე გაგეშალათ პირსახოცი. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება არაკომფორტული იყოს, ბათუმშიც ხომ ასე იქცეოდით, როცა სხვა გამოსავალი არ გქონდათ? ხოდა, ჩვენი აზრით, ახლა ამ გადაწყვეტილების მიღების საუკეთესო დროა (მეტიც, უსაფრთხო).

სასტუმრო

აუცილებლად გირჩევდით:

  • სასტუმროს დაჯავშნამდე, საიტზე შეამოწმეთ, რამდენი ვარსკვლავით აფასებენ მას მომხმარებლები (განსაკუთრებით ბოლო პერიოდში).
  • გაეცანით, რა ჰიგიენის წესები და ნორმები აქვთ მიღებული სასტუმროში.
  • გადაიხადეთ ბარათით (ასე თავს აარიდებთ ქაღალდის ფულთან შეხებას).
  • ყველა საბუთი წარადგინეთ ელექტრონულად (ისევ იმისთვის, რომ თავი აარიდოთ ზედმეტ შეხებებს).
  • ეცადეთ, არ ისარგებლოთ ლიფტით.

და დიახ, აუზით სარგებლობა უსაფრთხოა.

აქაც შეგახსენებთ, რომ ყველაზე მთავარი ისევ დისტანციისა და ჰიგიენის დაცვაა და იმასაც გეტყვით, რომ თუ ცხელი ზაფხულის დღეების გატარებას უცხო ქვეყანაში გეგმავთ, ჩვენ საიტზე შემოიხედეთ, გადახედეთ დადასტურებულ რეისებს, ავიაბილეთების ყიდვას – fly.tkt.ge – ზე შეძლებთ.

სასიამოვნო ფრენას და უსაფრთხო დასვენებას გისურვებთ !

Facebook კომენტარები