მოგზაურობის დროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, ვეზიაროთ ამა თუ იმ ქვეყნის სამზარეულოს, გურმანებისთვის კი ეს პროცესი პირველ ადგილზე დგას. გთავაზობთ ქალაქების ჩამონათვალს, რომელიც ევროპაში ყველაზე გემრიელ ადგილებად ითვლება და სადაც აუცილებლად უნდა წახვიდეთ, თუ ნამდვილი გურმანი ხართ.

სან სებასტიანი

ამბობენ რომ ბასკებისთვის გასტრონომია იგივეა რაც ფრანგებისთვის სიყვარული და ბრაზილიელებისთვის ფეხბურთი. სან სებასტიანი  არაგურმანებისთვის ლამაზ სანაპიორებთან, განსაკუთრებულ არქიტექტურასთან და კინოფესტივალებთან ასოცირდება, თუმცა გურმანებისთვის კულინარიის დედაქალაქია. სან სებასტიანში აუცილებლად უნდა გასინჯოთ ზღვის მარილში შებრაწული ფუა-გრა, მოლუსკები, კალმარები, ბურვაკის ხორცის ნაკუწები ტკბილი ვაშლის სოუსში და ბეკონგადაფენილი კრეკერები. ქალაქი მიშლენის ვარსკვლავის მქონე რესტორნების რაოდენობით, მხოლოდ პარიზს თუ ჩამოუვარდება. ამიტომ ჭეშმარიტი გურმანი ცხოვრებაში მინიმუმ ერთხელ აუცილებლად მიდის სან სებასტიანში, სადაც ნამდვილი გასტრონომიული სამოთხე ელოდება.

ლიონი

ფრანგულ სამზარეულოს მთელ მსოფლიოში უჭირავს თავისი ნიშა და ფრანგები კვების პროცესს კულტურად აღიქვამენ და არა უბრალოდ ჭამად, თუმცა ლიონში კვებისადმი განსაკუთრებულად სერიოზული მიდგომა აქვთ. ეს ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია დედამიწაზე, სადაც შეგიძლიათ გაიგოთ ნამდვილი გასტრონომიის განსაზღვრება, ლიონში კლასიკური ფრანგული სამზარეულოს დახვეწილი ვარიაციები გელოდებათ და სწორედ აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ მთელ მსოფლიოში აღიარებული მზარეულის პოლ ბოკიუზის ქმნილებები.

მანჩესტერი

მანჩესტერში ყოველწლიურად რესტორნები, ბარები, პაბები და კაფეები ელვისსისწრაფით ჩნდება. ქალაქი ყველაზე მრავალფეროვანი ადგილია დიდ ბრიტანეთში კვების მიმართულებით. აქ ყველაფრის დაგემოვნებაა შესაძლებელი, დაწყებული ტრადიციული ბრიტანული კერძებიდან, დამთავრებული ინდური სპეციფიური სუნელებით გაჯერებული საკვებით და სუშით. გარდა ამისა, ნამდვილი სამოთხეა ვეგანებისთვის და ვეგეტარიანელებისთვის.

სალონიკი

საბერძნეთის ნებისმიერ კუთხეში გარანტირებული გაქვთ კრევეტების, კალმარების, მიდიების ,რვაფეხას, ხამანწკების, კიბორჩხალების, ახალი ხილის და ბოსტნეულის დაგემოვნების შანსი. თუმცა ტრადიციული დელიკატესები, ყავა და დესერტები, განსაკუთრებით გემრიელია თესალონიკში, რომელსაც აუცილებლად უნდა ეწვიოთ, თუკი საბერძნეთში მოგზაურობას აპირებთ. 

 ლუბლიანა

სლოვენია პატარა ქვეყანაა, თუმცა სამზარეულო მართლაც რომ მრავალფეროვანი აქვთ, ეს კი მეზობელი ქვეყნების დამსახურებაა, სლოვენიური სამზარეულო იტალიური პასტას, უნგრული გულიაშის და ავსტრიული შნიცელის ნაზავია და ნამდვილად ღირს ლიუბლიანას ესტუმროთ ამ გემოების დასაგემოვნებლად. 

მიუნხენი

მიუნხენი გურმანების ერთ-ერთ საყვარელ ქალაქად ითვლება, აქ მიშლენის ვარსკვლავის მქონე 8 რესტორანია, სადაც აუცილებლად უნდა გასინჯოთ არომატული ღორის კანჭი, ტრადიციული მარილიანი პრეტცელი, ლუდი და ძეხვეული.

ბოლონია

საკვების სამოთხედ ითვლება, აქ ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით რესტორანს, რომლებიც ნამდვილ იტალიურ პასტას, პიცას, ტკბილეულს და ღვინოს შემოგთავაზებთ. ქალაქი კი ისეთი ლამაზია, რომ ათვისებულ კალორიებს მარტივად დაკარგავთ, თუ ფეხით შემოივლით თითოეულ ქუჩას.

მოცემული ქალაქები არაჩვეულებრივ გასტრონომიულ თავგადასვლებს გვპირდება, tktfly.ge-სთან ერთად კი ნებისმიერი მიმართულებით შეგიძლიათ დაგეგმოთ შვებულების დღეები

Facebook კომენტარები