ავიაკომპანია
Wizz Air-ი COVID-19-ის გამო დაწესებული რეგულაციების შემსუბუქებას ელოდება,
რათა
აბუ
დაბი-ქუთაისი-აბუ
დაბის
საჰაერო
ხაზზე
ოპერირება
დაიწყოს. Wizz
Air Abu Dhabi არაბთა გაერთიანებული საამიროების ახალი ეროვნული ავიაკომპანია, რომელიც აბუ დაბის საერთაშორისო
აეროპორტშია
ბაზირებული.
როგორც Wizz
Air-ის კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელმა
ანდრაშ რადომ BM.ge-სთან საუბრისას განაცხადა, აბუ დაბი
საკმაოდ კარგი ლოკაციაა, რათა კომპანიამ აღმოსავლეთიდან დასავლეთი და პირიქით
მილიარდობით მგზავრს მოემსახუროს.

“წლის დასაწყიში შევქმენით
ახალი ავიაკომპანია Wizz Air Abu Dhabi, რადგან ვხედავთ,
ძალიან დიდ
პოტენციალს აბუ
დაბიში. ეს
არის ძალიან
კარგი ლოკაცია რეგიონში.

ვფიქრობთ, რომ
მომდევნო წლებში
მილიარდობით მგზავრის
გადაყვანას შევძლებთ დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით და
პირიქით. ყველაფერთან ერთად, აქამდე რეგიონში
არ ყოფილა
რეალური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია. შესაბამისად, ამ
გადაწყვეტილებით ვგეგმავთ
გავზარდოთ კავშირები
და მომხმარებელს შევთავაზოთ, როგორც ახალი
ასევე არსებული
მიმართულებები.

როგორც კი
შეზღუდვები შემსუბუქებას დავიწყებთ აბუ დაბიშიც, საქართველოშიც და სხვა
მიმართულებებზეც”, განმარტავს ანდაშ რადო. 

Wizz Air-ის კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელის თქმით, ავიაკომპანია ამჟამად
აბუ დაბიში
მხოლოდ რამდენიმე
მიმართულებით ოპერირებს,
თუმცა ეს
მხოლოდ არსებული
შეზღუდვებიდან გამომდინარეობს.

“უკვე გვყავს 4 ხომალდი, ვგეგმავთ გვყავდეს უფრო
მეტი. კონკრეტულად კი 6, რომელიც დაემატება
ერთი წლის
განმავლობაში. თუმცა,
გეგმები კიდევ
უფრო დიდია,
დაახლოებით 10 წელიწადში
ხომალდების რიცხვი
200-მდე უნდა
გაიზარდოს”, აცხადებს
რადო.

Wizz Air Abu Dhabi
– რეგიონის უმსხვილესი ჰოლდინგის, Abu Dhabi Developmental
Holding Company (ADQ)-და და
Wizz Air Holdings Plc-ის ერთიანი
პროექტია, რომელმაც
ბოლო პერიოდში
ეროვნული გადამზიდის სტატუსი
მოიპოვა არაბთა
გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებისგან. ის მთლიანად ერგება
თანამედროვე სარეგულაციო სტანდარტებს და
მზადაა ოპერაციების დასაწყებად.

Wizz Air Abu Dhabi-ს ავიაპარკი Airbus
A321neo-ებითაა დაკომპლექტებული.

A321neo პირველი პროექტია,
რომელიც აერთიანებს უახლეს ტექნოლოგიებს – ახალი თაობის
ძრავასა და ინდუსტრიაში არსებულ თვითმფრინავის სალონის დიზაინს.
ასევე, ის
ზოგავს საწვავის
ხარჯების 20%-ს.
A321neo ხომალდი მნიშვნელოვნად ამცირებს გარემოზე
უარყოფით ზემოქმედებას და წინა
თაობის ხომალდებისგან განსხვავებით. მას შეუძლია  დაახლოებით 50%-ით
შეამციროს თვითმფრინავის ხმაურით გამოწვეულ
ზიანს. საჰაერო
ლაინერი გამოყენებაში პირველად 2016 წელს შევიდა. მას შემდეგ  Pratt and Whitney‘s GTF-ის ძრავამ
ცხადჰყო, რომ მას
შეუძლია საწვავის
მოხმარება 16%, ხოლო
აზოტის ოქსიდის გამოყოფა
50%-ით შეამციროს.

Facebook კომენტარები