ბადენბადენი ლამაზი პატარა ქალაქია, რომელსაც საქვეყნოდ განთქმული სახელი აქვს. აქ მხოლოდ 50 ათასი მოსახლეა, მაგრამ იგი გერმანიის ფარგლებს გარეთაც ცნობილია. ამ პოპულარობის მიზეზი თერმული წყაროებია, რომელთა სამკურნალო ძალა ჯერ კიდევ მე-3 საუკუნეში ძველი რომაელებისთვის იყო ცნობილი. მე-18
საუკუნის ბოლოდან ბადენ-ბადენი „ევროპის ზაფხულის დედაქალაქად“ იქცა, სადაც ევროპელი დიდგვაროვანნი დასასვენებლად, ჯანმრთელობის
გასაუმჯობესებლად და სამკურნალო წყლის დასალევად ჩამოდიოდნენ.

The Cheapest Flights for this Month from თბილისი to კარლსროე

გამგზავრება დაბრუნება გაჩერება ავიაკომპანია ბილეთების პოვნა
11 სექ 2021 26 სექ 2021 2 გადაჯდომა ბილეთები 997 - დან

განსაკუთრებული სული აქ დღემდე ტრიალებს: მოვლილი პატარა ქუჩები უძველეს შენობებსა და პარკებს შორის. პოპულარული ტურისტული ქალაქების სავალდებულო ატრიბუტების ნაკლებობაც არ არის – ძვირადღირებული მაღაზიები, სასტუმროები, მდიდრული ვილები და კაზინო. კულტურული დასვენების მოყვარულები თეატრით, ფილარმონიით, საგამოფენო დარბაზით და ფესტივალების სასახლით დაინტერესდებიან.

Facebook კომენტარები