კრეტა – საბერძნეთის ყველაზე დიდი კუნძული, ზევსის სამშობლო და ხმელთაშუა ზღვის ტურისტული ცენტრია. სწორედ აქ ჩაისახა ერთ-ერთი უძველესი ცივილიზაცია – მინოსური. სანამ არქეოლოგები ჯერ კიდევ მინოსის დროს აგებული
სასახლეების არქეოლოგიურ გათხრებს აწარმოებენ, ტურისტები კნოსოსის ლაბირინთის ნანგრევებს
ათვალიერებენ, სადაც თქმულების თანახმად ძველი ბერძნული ურჩხული მინოტავრი ბინადრობდა. ამ ადგილებში ცხოვრობდნენ თურქები, ვენეციელები და არაბები: სხვადასხვა ეპოქის მეჩეთები, ციხე-სიმაგრეები და მონასტრები გვერდიგვერდ მშვიდობიანად თანაარსებობენ.

არქიპელაგის ყველაზე სამხრეთით მდებარე კუნძულს სამი ზღვა აკრავს გარს – ეგეოსის, ლიბიისა და იონიის.

კრეტაზე თავს კომფორტულად იგრძნობენ როგორც საექსკურსიო არდადეგების მოყვარულები, ისე ისინი, ვინც მზიან კუნძულზე ენერგიით დამუხტვის მიზნით და უბრალოდ ქვიშიან პლაჟზე დასასვენებლად ჩამოდის. აქ ჯადოსნური ლურჯ-მწვანე ზღვა, კაშკაშა მზე და შესანიშნავი პლაჟებია. აქ პალმის ხეები, მთები და ხეობებია. კრეტას მოსახლეობა ყოველთვის კეთილგანწყობილი და სტუმართმოყვარეა. ისინი სიამოვნებით გაგიმასპინძლდებიან, სირტაკის ცეკვას და სწორად ცხოვრებას გასწავლიან – დინჯად და აუჩქარებლად.

კრეტაზე მოსახვედრად თბილისიდან უნდა ისარგებლოთ ჰერაკლიონის მიმართულებით ავიარეისები

The Cheapest Flights for this Month from თბილისი to ჰერაკლიონი

გამგზავრება დაბრუნება გაჩერება ავიაკომპანია ბილეთების პოვნა
25 მაი 2021 2 ივნ 2021 2 გადაჯდომა ბილეთები 1 362 - დან

ასევე წაიკითხეთ:

Facebook კომენტარები