21 დეკემბერს ჯენიფერ ლოურენსისა და კრის პრატის ახალი ფილმის "მგზავრების" პრემიერა შედგება და, როგორც მისი შემქმნელები ამბობენ, ეს სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში შექმნილი ყველა ფილმისგან სრულიად განსხვავებული პროდუქტი იქნება.

ფილმი 120-წლიანი მოგზაურობის შესახებ გვიყვება, რომელშიც 5,259 ადამიანი მონაწილეობს და რომლის მიზანიც დედამიწის გარეთ ახალი კოლონიის დაარსებაა. თუმცა ყველაფერი თავდაყირა დგება, როდესაც ორ ადამიანს - ჯიმ პრესტონსა (კრის პრატი) და ავრორა დანს (ჯენიფერ ლოურენსი) დანიშნულების ადგილზე ჩასვლამდე 90 წლით ადრე ეღვიძებათ.

ფილმში ასევე მონაწილეობენ - მაიკლ შინი, ენდი გარსია და ლორენს ფიშბორნი.

Facebook კომენტარები