მოგზაურობაზე ფიქრისას პირველ რიგში ცნობილი ტურისტული მარშრუტები გვახსენდება. პარიზი, ლონდონი, რომი, ნიუ-იორკი - ამ ქალაქებს წლის ნებისმიერ დროს უამრავი ტურისტი სტუმრობს.
თუმცა, თუ თქვენ პოპულარული ადგილები არ გიზიდავთ და გსურთ, თავად აღმოაჩინოთ რამე ახალი, მზად ვართ, ამ საქმეში დაგეხმაროთ. მოულოდნელობები ხომ სწორედ ისეთ ადგილებში გელით, რომლებზეც მაინცდამაინც ბევრი არ გსმენიათ.
ეს არის იმ ადგილების ჩამონათვალი, სადაც მოგზაურობაზე შესაძლოა არასდროს გიფიქრიათ, თუმცა აუცილებლად უნდა მოინახულოთ.
სამხრეთ კორეა
ჩრდილოელი მეზობელი ნუ შეგაშინებთ, რადგან ეს ქვეყანა ნამდვილ, დაუვიწყარ თავგადასავალს გპირდებათ - ნაციონალური პარკები, მთები და კუნძულები სანახაობის მხოლოდ მცირე ნაწილია. აღსანიშნავია, რომ სამხრეთ კორეა 2018 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძელია და შეგიძლიათ თქვენი ვიზიტი სწორედ ამ პერიოდს დაუკავშიროთ.
მავრიკი
თუ შორს წასვლა და ახალი შეგრძნებები გსურთ, უნდა იცოდეთ, რომ ინდოეთის ოკეანეში ძალიან პატარა და საუცხოო კუნძული მავრიკი არსებობს. აქ შეგიძლიათ ადგილობრივი ქუჩის კერძები დააგემოვნოთ და საათობით იხეტიალოთ ულამაზეს ტაძრებში.
ყაზახეთი
მსოფლიოს სიდიდით მე-9 ქვეყანა ყაზახეთი იდეალური არჩევანია მათთვის, ვისაც განსხვავებული და ლამაზი არქიტექტურა, ქალაქების მონახულება და დაუსახლებელ ადგილებში მოგზაურობა უყვარს. უმჯობესია, თავდაპირველად ყველაზე დიდ ქალაქ ალმათის ესტუმროთ, მოგვიანებით კი ქვეყნის საოცარი ბუნება და ისტორიული ღირშესანიშნაობები მოინახულოთ.
კვიპროსი
იცით, რატომ იბრძოდნენ სახელმწიფოები კვიპროსის დასაპყრობად? იმიტომ, რომ ეს ულამაზესი კუნძულოვანი სახელმწიფო მოგანდომებთ, ყველა და ყველაფერი მიატოვოთ და აქ დასახლდეთ. ქვეყნის დედაქალაქია ისტორიული ნიქოზი, უძველესი ნანგრევები კი ჩვენს წელთაღრიცხვამდე X ათასწლეულით თარიღდება.
ლატვია
ქვიშის სანაპიროები, საინტერესო კულტურა და დედაქალაქი რიგა, რომელიც 2014 წელს ევროპის კულტურულ დედაქალაქად დასახელდა - ამ ყველაფრის სანახავად აუცილებლად უნდა გაემგზავროთ ლატვიაში.
ეკვადორი
ეკვადორი სამხრეთ ამერიკის ულამაზესი ქვეყანაა. მას ჩრდილოეთით კოლუმბია, აღმოსავლეთით - პერუ, ხოლო დასავლეთით - წყნარი ოკეანის ვრცელი სანაპირო ესაზღვრება. დედაქალაქი კიტო 1970 წელს იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა.
სამოა
სამოა კუნძულოვანი სახელმწიფოა წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში. ამ საკმაოდ პატარა ქვეყანაში შეგიძლიათ ნახოთ 10 კუნძული, ვულკანი, ჩანჩქერები, ტროპიკული ტყეები, მღვიმეები და სანაპიროები.
ურუგვაი
ურუგვაი არგენტინისა და ბრაზილიის ფონზე იჩრდილება, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ აქ საინტერესო არაფერია. დედაქალაქი მონტევიდეო, სადაც 1.8 ადამიანი ცხოვრობს, სავსეა განსხვავებული არქიტექტურის მქონე შენობებით და საინტერესო ფერადი ქუჩებით.
ნამიბია
თუ აფრიკაში მოგზაურობას გადაწყვეტთ, ნამიბია აუცილებლად უნდა მოინახულოთ. ულამაზეს ლანდშაფტთან ერთად, საშუალება გექნებათ საკუთარი თვალით ნახოთ, თუ როგორ იკლავს წყურვილს ზებრა, ჟირაფი ან სხვა ცხოველი, რომელიც აქამდე მხოლოდ ზოოპარკში გინახავთ.
ლაოსი
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას არც ერთი ზღვა არ ესაზღვრება, ეს არის ადგილი, სადაც პაპაიას სალათსა და საუკეთესო ახალი თევზის დაგემოვნებას შეძლებთ. თუ საინტერესო შეგრძნებები გსურთ, ამაში საჰაერო ბურთი და იქიდან დანახული ვენგვინგის გასაოცარი ბუნება დაგეხმარებათ.