Boredpanda.com-ზე ფოტოგრაფმა ადამ ბერნატმა ისლანდიაში თავისი მოგზაურობის ისტორია და იქ გადაღებული საოცარი ფოტოები გაუზიარა მკითხველს.
ადამი წერს, რომ ერთ დღეს რაიმე ახალის აღმოჩენის სურვილმა შეიპყრო და გადაწყვიტა ისეთ ადგილებში ემოგზაურა, სადაც არასდროს ყოფილა. მისი თქმით, ისლანდია საუკეთესო ვარიანტი იყო. სწორედ ამიტომ, მან ბარგი ჩაალაგა და მეგობართან ერთად ახალი ქვეყნის აღმოსაჩენად გაემგზავრა.
თავდაპირველად ადამი ერთკვირიან მოგზაურობას გეგმავდა, თუმცა მისი გეგმები ადგილზე ჩასვლის შემდეგ მყისიერად შეიცვალა.
"თავდაპირველად ერთი კვირით ვაპირებდი გამგზავრებას, თუმცა ყველაფერი შეიცვალა. ისლანდიაში ერთი ან ორი კვირის ნაცვლად, თვრამეტი თვე გავატარე", - წერს ადამი.
ფოტოგრაფი ყვება, რომ ისლანდიაში ყოფნის პერიოდში მოინახულა ყველაფერი, რისი ნახვაც შეიძლებოდა, მათ შორის: ვულკანები, მთები, მოყინული ტბები და ა.შ.
მოგზაურობისას ადამი ყველაფერს იღებდა, რისი გადაღებაც შეიძლებოდა და საბოლოოდ საუკეთესო ნამუშევრები გაუზიარა საზოგადოებას.