მოგზაურობა, ახალი შთაბეჭდილებებისა და გამოცდილების მიღება ადამიანებისათვის ერთდროულად საინტერესო და სასიამოვნოა. საქართველოს მოქალაქეები კი ძალიან მალე შენგენის ზონაში თავისუფლად გადაადგილებას შეძლებენ, საუბარია ევროკავშირის 22 წევრ, ოთხ არაწევრსა და შენგენის ასევე ოთხ კანდიდატ ქვეყანაზე.
იმ ქვეყნებს შორის სადაც უვიზოდ შესვლას შევძლებთ არის დანიაც, რომელსაც ძალიან ხშირად ყველაზე ბედნიერ ქვეყანას უწოდებენ, რადგან აქ ცხოვრების დონე შესაშურად მაღალია, კორუფცია და კრიმინალი კი მინიმუმამდეა დაყვანილი.
დანიის დედაქალაქია კოპენჰაგენი, აქ თანამდეროვე და ძველი ევროპული გარემო იდეალურად ერწყმის ერთმანეთს, მაგალითად ქვით მოკირწყლული ძველი და ისტორიული ქუჩები მუზეუმებამდე, საგამოფენო სივრცეებამდე ან ღამის კლუბებამდე მიგიყვანთ. არჩევანი უკვე თქვენზეა, შეგიძლიათ ლამაზი ექსპონატები და ნახატების დაათვალიეროთ, ან მთელი ღამე ცეკვასა და გართობას შეალიოთ.
თუ საღამოს მშვიდ და სასიამოვნო გარემოში გატარება გსურთ, აუცილებლად ეწვიეთ რესტორან ნომას, სადაც უგემრიელესი დანიური კერძები დაგხვდებათ. რესტორანი ნომა 2010, 2011, 2012 და 2014 წლებში, მსოფლიოს საუკეთესო რესტორნად დაასახელეს სხვადასხვა გამოცემებმა.
დანია ასევე ცნობილი მეზღაპრის ჰანს კრისტიან ანდერსენის სამშობლოა, სწორედ ამიტომ ხშირად უწოდებენ მას ზღაპრულ ქვეყანას, რაც ტურისტებისათვის აქ სტუმრობასა და მოგზაურობას, კიდევ უფრო მიმზიდველსა და საინტერესოს ხდის.