თუ გიმოგზაურიათ, ალბათ, თქვენც გიგრძვნიათ, რა რთულია ახალ დროზე გადაწყობა. თითქოს ფრენის დისკომფორტი საკმარისი არ იყოს, ჩასვლიდან პირველ დღეს გამოფიტულობა და თავბრუსხვევა გარანტირებულია. აკლიმატიზაციის გასაადვილებლად ერთი კარგი ხერხი არსებობს: დაგეგმეთ თქვენი კვების გრაფიკი დანიშნულების წერტილის დროის შესაბამისად.

საკვების მიღება არეგულირებს ორგანიზმის ბიოლოგიურ რიტმს. ასე რომ, ეცადეთ, წინასწარ მოამზადოთ თქვენი სხეული ახალი პირობებისთვის. თვითმფრინავში დაიძინეთ და დალიეთ ბევრი წყალი. მოერიდეთ ალკოჰოლს, რადგან დამატებითი მიზეზი დაღლილობისთვის არაფერში გჭირდებათ. თუ ფრენა ღამე გიწევთ, არ შეჭამოთ (სამშობლოში რომ იყოთ, ხომ არ შეჭამდით ამ დროს?). თვითმფრინავის მომსახურე პერსონალს შეგიძლიათ სთხოვოთ, საკვები შეგინახოთ და მაშინ მოგაწოდოთ, როდესაც გაიღვიძებთ. ამგვარად თვითმფრინავის კვება "საუზმედ" ჩაითვლება და თქვენს ბიოლოგიურ რიტმს უხეშად არ შეცვლის.

თუ ამ რჩევებს გაითვალისწინებთ, მოგზაურობა ბევრად სასიამოვნო გახდება. მით უმეტეს, ახლა, როცა საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ შეუძლიათ მოინახულონ ევროპის ქვეყნები.

Facebook კომენტარები