რიოკანი ტრადიციული იაპონური სასტუმროს ტიპია, რომელშიც, როგორც წესი, ტატამით დაფარული ოთახები, საერთო სარგებლობის აბაზანები და სხვა საჯარო სივრცეებია, რომლებშიც სტუმრებს საზაფხულო კიმონოში გამოწყობა და მფლობელთან მასლაათი შეუძლიათ.

რიოკანები მე-8 საუკუნიდან არსებობს და სწორედ ამ დროს შეიქმნა მსოფლიოში ყველაზე ძველი სასტუმრო ნისიამა ონსენ კეიუნკანი. მიუხედავად ამისა, ასეთი დაწესებულებები კვლავ რელევანტურია, ერთ-ერთი მათგანი კი თავისი გამორჩეული მომსახურების გამო ძალიან პოპულარული გახდა.

სასტუმროს My Cat Yugawara ჰქვია და ის კანაგავას პრეფექტურის გეოთერმული წყაროების მქონე ქალაქ იუგავარაში მდებარეობს. სხვა შემოთავაზებებთან ერთად სასტუმროს აქვს "საცდელი" პაკეტი, რომელიც სტუმრებს კატებთან ცხოვრების უშუალო გამოცდილების მიღების საშუალებას აძლევს.

ფოტო: mycatyugawara/twitter

ყველა, ვინც საცდელ პაკეტს შეიძენს, თავის ოთახს კატასთან ერთად გაინაწილებს. კატა საღამოს 17:30-ზე მოვა და დილის 9 საათამდე დარჩება. ამ დროის განმავლობაში სტუმრებმა კატა უყურადღებოდ არ უნდა დატოვონ.

ფოტო: mycatyugawara/twitter

მათ, ვინც სასტუმროს პირველად სტუმრობს, My Cat Yugawara-ს კაფეში მინიმუმ ერთი სესია უნდა გაიარონ, რათა მომსახურე პერსონალი დარწმუნდეს, რომ სტუმარი და კატა ერთმანეთთან კომფორტულად არიან.

საცდელი პაკეტი მხოლოდ გართობისა და თამაშებისთვის არ არის. ვინაიდან სტუმრებს ცხოველზე ზრუნვის პასუხისმგებლობა ეკისრებათ, მათ ასევე კატის ტუალეტის გაწმენდა მოუწევთ.

საცდელი პაკეტი იმათთვის შეიქმნა, ვინც კატის აყვანას ფიქრობს, მაგრამ დარწმუნებული არ არის, ღირს თუ არა. სასტუმრო იმის იმედი აქვს, რომ ასეთ ხალხს გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება.

ფოტო: mycatyugawara/twitter

ყველაზე კარგი ისაა, რომ თუკი სტუმარი არა მხოლოდ გადაწყვეტს, რომ კატის აყვანა უნდა, არამედ ის კატა მოეწონება, რომელთანაც ღამეს გაატარებს, My Cat Yugawara სტუმარს მისი აყვანის შესაძლებლობას მისცემს.

მიუხედავად ამისა, აპლიკანტმა ჯერ სასტუმროსთან ინტერვიუ უნდა გაიაროს, რათა თანამშრომლებმა გადაწყვიტონ, შეეფერებიან თუ არა ის და კატა ერთმანეთს.

საცდელი პაკეტის ფასი თითო კატაზე 2 200 იაპონური იენია (დაახლოებით $21), ამას დამატებული სასტუმროს რეგულარული ფასი 4 950 იაპონური იენი (დაახლოებით $47) თითო კაცზე ან ოთახის ფასი 3 190 იაპონური იენი (დაახლოებით $30) თითო სტუმარზე მათთვის, ვინც კერძო აბაზანის არმქონე ოთახში რჩება.

ფასში არ შედის საკვები, თუმცა სასტუმრო მზადაა, პიცისა და სუშის მოსატანად სტუმრებს ადგილობრივი რესტორნებიდან შეკვეთაში დაეხმაროს.

ახლა კი სასტუმროს ფისოებსაც შევავლოთ თვალი:

ფოტო: mycatyugawara/twitter

ფოტო: mycatyugawara/Twitter

ფოტო: mycatyugawara/Twitter

ფოტო: mycatyugawara/twitter

ფოტო: mycatyugawara/Twitter

Facebook კომენტარები