თბილისში, პარასკევს, 6 ოქტომერს საქართველო-უელსის საფეხბურთო მატჩი გაიმართება. ამასთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთისა და ჩრდ. ირლანდიის გაერთიანებული სამეფო საქართველოში ჩასვლის მსურველ მოქალაქეებს სამოგზაურო რჩევებსა და გაფრთხილებებს აძლევს.
- მოერიდეთ ღამით ქუჩაში გაჩერებული ტაქსით მგზავრობას, განსაკუთრებით თუ ქალი ხართ, რადგან ძარცვის შემთხვევები ყოფილა;
- შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოგზაურებისთვის თბილისში გადაადგილება რთული იქნება. ტროტუარები უსწორმასწოროა და არ არის მორგებული შშმ პირებზე;
- დანაშაულის დონე თბილისში დაბალია, თუმცა ქუჩაში დაყაჩაღების ფაქტები ხანდახან მაინც ხდება, განსაკუთრებით ღამით;
- გზის გადაკვეთისას მუდმივად ფხიზლად იყავით. შუქნიშანზე წითელი ფერი და ზებრა გადასასვლელი არ ნიშნავს, რომ მანქანა გაჩერდება და გაგატარებთ. შესაძლებლობის შემთხვევაში გამოიყენეთ მიწისქვეშა გადასასვლელები;
- ავტოსაგზაო შემთხვევები ხშირია, ძირითადად მძღოლების გიჟური მართვისა და საგზაო უსაფრთხოების წესების დაუცველობის გამო;
- ყოველთვის ეცით პატივი ადგილობრივ ტრადიციებს, კანონებსა და რელიგიას. დაფიქრდით სანამ რამეს გააკეთებთ, რადგან თქვენს ქმედებებს, შესაძლოა, განსხვავებული კულტურისა და რელიგიის ხალხმა სხვა ინტერპრეტაცია მისცეს;
- თბილისში არ არის საზოგადოებრივი ტუალეტები, ამიტომ საპირფარეშოს გამოსაყენებლად მიმდებარე კაფეში/ბარში შესვლა და რაიმეს შეძენა მოგიწევთ. არ მოშარდოთ ქუჩაში - ეს შეურაცხყოფაა.
Facebook კომენტარები