ადამიანების უმრავლესობა ზაფხულის სასურველ ადგილას, სასურველ გარემოში გასატარებლად თითქმის მთელი წლის განმავლობაში ემზადება და ალბათ არც თქვენ ხართ გამონაკლისი.
სასწავლო წლის შემდეგ, სამი თვით სოფელში გადაცხოვრებამ, თუ ძალიან დამღლელი სამუშაო წლის ბოლოს ორ კვირიანმა შვებულებამ უნაკლოდ რომ ჩაიაროს, მნიშვნელოვანია, საკუთარზე თუ არა, სხვის შეცდომებზე მაინც ვისწავლოთ.
სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე ყველაზე გავრცელებული 10 შეცდომისთვის მომეყარა თავი, რომელსაც მთელი თქვენი ზაფხულის ჩაშხამება შეუძლია. აი ისინიც:
1. დანაზოგი არ გაგიკეთებია
შენახული ტანსაცმლის ჯიბეებში ძრომიალი ვეღარ გიშველის.
2. ორი თვის წინ აკვარიუმის თევზები იყიდე, ახლა კი ვერავის უტოვებ
ნუ, თუ ეს დაგამშვიდებს, გეტყვი, რომ მთავარი შენი მათდამი დიდი სიყვარულია.
3. გასულ ზამთარს მთელი საზაფხულო ტანსაცმელი გააჩუქე
და გეგონა ახლებს და ლამაზებს ასე მალე შეიძენდი არა?!
4. მზისგან დამცავი დაივიწყე და ისე წამოითხლაშე გასარუჯად
ცოტა ძაან ხომ არ დაიწვი?
5. ერთი თვეც არ შეიწუხე თავი რომ გევარჯიშა
და ახლა ბათუმის სანაპიროდან ლამაზი სელფების გამოდება კარგად გინდა.
6. შვებულების ყველა დღე ზამთარში გამოიყენე
მთელი თვე ბაკურიანში გულაობა კაი იყო?!
7. სკოლაში ან უნივერსიტეტში გამოცდები შეიტენე
ალბათ დამეთანხმები, რომ მეტის ღირსი ხარ.
8. სახლში გაგანია რემონტი გააჩაღე
ერთადერთი შეცდომა, რომელსაც ყოველ ზაფხულს დიდი სიამოვნებით გავიმეორებდი.
9. არც კონდიციონერი და არც ვენტილატორი გიყიდია
აბა მარაო ვერ გიშველის.
10. საერთოდ უარი თქვი დასვენებაზე
დასვენებაზე საერთოდ უარის თქმა თითქმის გმირობის ტოლფასია, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ მცხუნვარე ზაფხულის შემდეგ ძალიან დამღლელი სამუშაო პერიოდი გელოდებათ.
ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია სასიამოვნო და შთაბეჭდილებებით სავსე ზაფხული და კარგად დასვენება გისურვოთ.