ამერიკის სამ შტატში, ერთ-ერთი ულამაზესი მატარებლით მოგზაურობა 97 დოლარადაა შესაძლებელი.
კომპანია Amtrack-ის მატარებელს, Coast Starlight-ს უკვე დიდი ხანია უწოდებენ ყველაზე ლამაზ სამგზავრო მატარებელს ამერიკაში. ის 1940 წლიდან არსებობს.
მოგზაურობა სიეტლიდან იწყება და ლოს-ანჯელესში მთავრდება. ის მოივლის ვაშინგტონის, ორეგონის, კალიფორნიის შტატებს. გაივლის პორტლენდს, საკრამენტოს, სან-ფრანცისკოსა და სანტა-ბარბარას.
მგზავრებს საშუალება აქვთ, მოგზაურობისას დასავლეთ სანაპიროების საუკეთესო ადგილები ნახონ, ასევე მთები, ტყეები, მინდვრები და წყნარი ოკეანე.
დიახ, ზუსტად ამ საოცნებო მოგზაურობის ბილეთი ღირს 97 დოლარი და ის 35 საათს გრძელდება.
ბიზნესკლასის შეძენის შემთხვევაში, რაც 325 დოლარი ჯდება, მგზავრს საკუთარი, იზოლირებული კაბინა ექნება, საწოლით და ვეება ფანჯრით. მათ ღვინითა და ყველის სხვადასხვა სახეობებითაც გაუმასპინძლდებიან. მატარებელში 62 წელს გადაცილებულ მგზავრებს 15% ფასდაკლებას სთავაზობენ.