წარმოიდგინეთ, რომ მგზავრობისას ჩაგეძინათ და ოდნავ მოგვიანებით ინტერნეტში თქვენი ფოტოს სხვადასხვა ვერსია ნახეთ, სადაც თქვენთან ერთად პუტინი, კიმ ჩენ ინი ან დინოზავრია გამოსახული. შანსი არ არის?! თუ ასე ფიქრობთ ძალიან ცდებით, რადგან მსგავსი რამ უკვე მოხდა და დღეს სწორედ ამ ამბავზე მოგიყვებით.
საქმე ის არის, რომ სკოტს მგზავრობისას ჩაეძინა, მისმა შეყვარებულმა ირიამ კი მისი ფოტო არც მეტი არც ნაკლები, ინტერნეტს გასართობად "მიუგდო". რა თქმა უნდა, ფოტოშოპის მცოდნე და ხუმარა ადამიანებმაც არ დააყოვნეს და მძინარე ბიჭის ფოტოს ათასგვარი სახალისო ვერსია შექმნეს.
ნახეთ 15 მნიშვნელოვანი ამბავი, რომელიც გზაში ჩაძინებულმა სკოტმა გამოტოვა. აი ისინიც: