აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აღადგენს შეზღუდვებს მოგზაურობაზე, რომელიც მისმა წინამორბედმა, დონალდ ტრამპმა მოხსნა.

როგორც CNN წერს, მათ თეთრი სახლის წარმომადგენელმა დაუდასტურა, რომ შეზღუდვები შეეხება მოგზაურებს ბრაზილიიდან, ირლანდიიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ევროპის ბევრი ქვეყნიდან, რომელთაც არ აქვთ ამერიკის მოქალაქეობა. გარდა ამისა, შეზღუდვები გაფართოვდება იმ მოგზაურებისთვის, ვინც სამხრეთ აფრიკაში იყო.

ერთი კვირის წინ დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმად 26 იანვრიდან ამ ქვეყნიდან მოგზაურებისთვის შეზღუდვები მოიხსნებოდა. იმავე საღამოს, ბაიდენის გუნდმა განაცხდა, რომ მათი ადმინისტრაცია შეზღუდვას არ მოხსნიდა.

"ახლა არაა დრო საერთაშორისო ფრენებზე შეზღუდვის მოხსნის", — დაწერა ტვიტერში ჯენ პსაკიმპსაკიმ, რომელიც მოგვიანებით თეთრი სახლის პრესსპიკერი გახდა. მან დაამატა, რომ კორონავირუსის გავრცელების შეზღუდვებისთვის, ისინი ზომების გამკაცრებასაც კი გეგმავენ.

Facebook კომენტარები