სუფთა და გამჭვირვალე წყალი, ლამაზი სანაპირო, მთები და მზე - მეტი რა არის საჭირო, რის გამოც ზაფხული შეიძლება მოგენატროს?! მართალია, დამალული ლაგუნა ფილიპინებში, რომელიც უამრავი ტურისტის საოცნებო დანიშნულების ადგილს წარმოადგენს.

საოცნებო ლაგუნამდე მისაღწევად ჯერ ფილიპინებში უნდა გაფრინდეთ, შემდეგ კი ნავი დაიქირაოთ (რადგან სხვაგვარად აქ ვერ მოხვდებით) და დაუვიწყარი თავგადასავალიც გარანტირებული გექნებათ.

გამოცდილი მოგზაურების უმეტესობა გირჩევთ, რომ ამ საოცარი ადგილის მოსანახულებლად დილის საათებში წახვიდეთ. აი, შთამბეჭდავი შეფერილობის სუფთა წყალში გაცურვისკენ კი კატეგორიულად მოგიწოდებენ.

ლაგუნას შეუდარებელი სილამაზიდან გამომდინარე, ალბათ არც გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ ის ინსტაგრამის არაერთი პოსტის ინსპირაცია ყოფილა, მათ შორის საუკეთესოები კი ახლავე შეგიძლიათ ნახოთ:

ამ ფოტოების ნახვის შემდეგ თქვენც მოგენატრათ ზაფხული?

Facebook კომენტარები