კულტურული განსხვავებულობა არის ის, რაც თითოეულ ქვეყანას უნიკალურს ხდის: დედამიწის ამა თუ იმ კუთხისთვის დამახასიათებელი ცხოვრების წესი და ტრადიციები ადგილობრივი მოსახლეობისთვის ყოველდღიური რუტინაა, სხვა კულტურის წარმომადგენლისთვის კი იქაური სულ მცირე დეტალიც შეიძლება სრულიად უჩვეულო მოვლენას წარმოადგენდეს.
ეს განსაკუთრებით შესამჩნევი მაშინაა, როცა უცხო ქვეყანაში მოგზაურობ და იქაურ ქუდს იხურავ: უცებ აღმოაჩენ, რომ ადამიანები ისეთ რამეებს ჭამენ, რასაც მანამდე საკვებად ვერ აღიქვამდი და ა.შ.
ახლა სწორედ რამდენიმე ასეთ მაგალითს წარმოგიდგენთ, თუ რა უცნაურობები შენიშნეს მოგზაურებმა, რაც მხოლოდ კონკრეტული ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი.
1. ლუქსემბურგში საჯარო ტრანსპორტი უფასოა
2. დიდ ბრიტანეთში არსებობს დღესასწაული, სახელწოდებით კუპერის გორაკის ყველის შეჯიბრი, რა დროსაც დაახლოებით 180 მეტრის სიმაღლის გორაკიდან ერთ თავ ყველს აგორებენ და მონაწილეებიც მასთან ერთად გორდებიან
3. იტალიაში პოლიციას, შესაძლოა, ლამბორგინითაც გადააწყდე
4. კოსტა-რიკაში ქუჩების უმეტესობას სახელწოდებები არ აქვს
5. ნიდერლანდებში მოსახლეობის დიდი ნაწილი სახლში ფარდებს არ კიდებს
6. ნეპალის დროშა ერთადერთია მსოფლიოში, რომელსაც მართკუთხა ფორმა არ აქვს
7. სკანდინავიის ქვეყნებში არსებობს პრაქტიკა, როცა მშობლები მცირეწლოვან შვილებს გარეთ სიცივეში ტოვებენ, რათა უფრო მარტივად ჩაეძინოთ. მათ ასევე მიაჩნიათ, რომ ეს ბავშვების ჯანმრთელობისთვისაც უკეთესია
8. იაპონიაში შუქნიშანზე მწვანის ნაცვლად უფრო მეტად ლურჯი ნათებაა გამოყენებული
9. ახალ ზელანდიაში არსებობს მთა, რომლის სახელიც 85 ასოსგან შედგება - Taumatawhakatangihangakoauauotamateaturipukakapikimaungahoronukupokaiwhenuakitanatahu და ის მსოფლიოში ყველაზე გრძელ სახელწოდებად ითვლება
10. კოლუმბიაში ცხელ შოკოლადს ყველთან ერთად სვამენ
ამ სიას კიდევ რას დაამატებდით, რამაც უცხო ქვეყანაში მოგზაურობისას გაგაკვირვათ?