ევროპაში პირველი წყალქვეშა რესტორანი, რომელსაც ერთდროულად ასი სტუმრის მიღება შეუძლია, ნორვეგიაში გაიხსნა და ეს ყველაფერი არ არის.
შთამბეჭდავი ნაგებობა, რომელიც პირდაპირ ზღვის სანაპიროზეა აშენებული, ნახევრად წყალქვეშ არის მოქცეული.
გარდა იმისა, რომ სტუმრებს აქ გემრიელი ზღვის პროდუქტებით შეუძლიათ დანაყრება, ზღვის ბინადრების საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვან ცხოვრებასაც შეუძლიათ ადევნონ თვალი. უზარმაზარი გამჭვირვალე შუშის მიღმა გადაშლილი წყალქვეშა სამყაროს უკეთ შესაცნობად კი პროფესიონალები დაგეხმარებიან და მედუზებს, დიდ და პატარა თევზებს, საშიშ მტაცებლებსა, თუ წყალქვეშ მცხოვრები სხვა ბიოლოგიურ ორგანიზმებსაც უკეთ გაიცნობთ.
რესტორნის ინტერიერი, რომელსაც მტკიცე არქიტექტურული მახასიათებლები აქვს, ჰარმონიულად არის შერწყმული ზღვის იდუმალ გარემოსთან.
ფოტოებით თუ ვიმსჯელებთ, ნათელია, რომ თქვენთვის მორთმეული თითოეული კერძი შეგიძლიათ ხელოვნების ნამდვილ ნიმუშად განიხილოთ და ალბათ უპრობლემოდ ვთანხმდებით, რომ ნორვეგიაში მოგზაურობისას ეს ნამდვილად ის ადგილია, რომელიც ერთ-ერთი პირველი უნდა მოვინახულოთ.