ბევრს გვიოცნებია ბერლინის ცნობილ კლუბებში მოხვედრაზე ან იტალიაში, ლოკალურ რესტორანში პიცის დაგემოვნებაზე, თუმცა უფრო საინტერესო ის საიდუმლო ქუჩები და ჩიხებია, რომლებიც, უმეტესწილად, ტურისტებმა არ იციან, ქალაქები კი მათ საგულდაგულოდ მალავენ. ალბათ, მოგზაურობისას რომელიმე ქვეყანაში ერთხელ მაინც ღირს დაკარგვა დამალული ქუჩების აღმოსაჩენად.
ჩვენ გთავაზობთ სხვადასხვა ქალაქების უცნობ ქუჩებს, რომლებიც თავს მხატვრულ ფილმში გაგრძნობინებთ.
ბევრი ტურისტი ტოკიოში მხოლოდ და მხოლოდ შიბუიას, შინჯუკუსა და ჰარაჯუკუს სტუმრობს, რომლებიც საკმაოდ ხალხმრავალი და ხმაურიანი ადგილებია და ცენტრალურ უბნებად ითვლება. თუმცა, თუ ტოკიოს ბოჰემა გაინტერესებთ, მაშინ შიმოკიტაზავას ქუჩა უნდა ნახოთ.
ქუჩა იმდებანად ვიწროა, რომ სამანქანო მოძრაობისთვის არ გამოდგება. შიმოკიტაზავაზე გასეირნების შემთხვევაში მანქანების ხმაურისგან შორს შეძლებთ სეირნობას. ვიწრო ქუჩაზე ძრომიალისას კი შეიძლება ძალიან ბევრ მეორად მაღაზიას გადაეყაროთ, ტრადიციული კიმონოები იპოვოთ და ფულიც დაზოგოთ.
ნამდვილი "ლონდონური" ოაზისის ნახვა თუ გსურთ, აუცილებლად უნდა მიაკითხოთ ნილის. ქუჩა არც ისე შორია კოვენტ-გარდენისგან, თუმცა მისი პოვნა მარტივი არ არის, რადგან პატარა, პარალელური ქუჩა მალავს.
ნილი პატარა ქუჩაა, თუმცა ხმაურიანი ლონდონის შემდეგ მისი ნახვა აუცილებლად ღირს. მით უმეტეს მაშინ, თუ ქუჩაში უმიზნოდ მისეირნობთ და გემრიელი ჩაის დაგემოვნება ან წიგნის სიმშვიდეში კითხვა გსურთ.
მწვანე ხეივანი, რომელიც ბიუტ-შომონის პარკთანაა ახლოს გადატვირთულ პარიზში პატარა კუნძულს გავს. ის სავსეა მცირე ზომის სახლებით, კერძო ბაღებითა და ვიწრო ქუჩებით. ეს ქუჩა ადრე მუშახელისთვის იაფ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენდა, მაგრამ დღესდღეობით იქ შეძლებული პარიზელები ცხოვრობენ და ქალაქის ცენტრში პატარა სოფლად ითვლება.
ეს ქუჩა ტურისტებისთვის ცნობილი არ არის. ის პრაღას სასახლის მომუშავე პერსონალისთვის მეთოთხმეტე საუკუნეში დაპროექტდა. წლების შემდეგ ქუჩაზე ხანძარი გაჩნდა. რეკონსტრუქციის დროს ადგილობრივებმა თავიანთ სახლებს უცნაური და საინტერესო სახელები დაარქვეს იმისთვის, რომ მშენებლობის დასრულების შემდეგ მარტივად ეცნოთ. მაგალითად: თეთრი ლომი, ოქროსფერი მზე და ა.შ.
გარდა ამისა, ქუჩა მისი ორი ცნობილი მაცხოვრებლითაა ცნობილი. მეთექვსმეტე საუკუნეში აქ ასტრონომი, ტიხო ბრაგე ცხოვრობდა სახლში, სახელად — ოქროსფერი გრიფონი, ხოლო მეთვრამეტე საუკუნეში აქ ონდრიჟეკ ფრანტიშეკი, ცნობილი ჩეხი მევიოლინე დაიბადა.
მიუხედავად იმისა, რომ ვია დეი კორონარი რომის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს, ტურისტების თავშეყრის ადგილი ნამდვილად არ არის. ის ნავონას პიაცასაა ამოფარებული და მშვიდ ატმოსფეროს ინარჩუნებს.
ეს ქუჩა ჯერ კიდევ რომანულ დრომდე არსებობდა. რენესანსის ეპოქაში აქ რეკონსტრუქცია ჩატარდა, რის გამოც ამ ქუჩაზე სეირნობისას დროში მოგზაურობის შეგრძნება ჩნდება. ძალიან ბევრი შენობა, რომელიც მეთხუთმეტე საუკუნეში აშენდა, დღევანდელი რეკონსტრუირებით იგივე სტილს ინარჩუნებს, რაც საკმაოდ ძველ, ისტორიულ ატმოსფეროს ქმნის.
ამ ქალაქებში მოგზაურობას თუ გადაწყვეტთ, არ დაგავიწყდეთ, რომ შეიძინოთ იმედი L-ის სამოგზაურო დაზღვევა ონლაინ.