ჰოლანდიას, უფრო კონკრეტულად კი კეკენჰოფის ნაციონალურ ბაღს, რომელსაც ევროპის ბაღსაც ეძახიან, ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მილიონზე მეტი ტურისტი სტუმრობს.
ბაღი, სადაც ერთდროულად მილიონობით ყვავილი ყვავის, წლის განმავლობაში მხოლოდ ორი თვე, აპრილსა და მაისშია ღია დამთვალიერებლებისთვის.
რა თქმა უნდა, კეკენჰოფის ბაღი ულამაზესია, თუმცა ეს ყველაფერი არაა, რასაც ამ ქვეყანაში ნახავთ — იქ უამრავი ლამაზი სოფელია, რომელიც უთვალავი ფერის, ზღვა რაოდენობის ტიტებშია ჩაფლული.
რამდენიმე წუთიანი ფილმი, რომელიც ჩრდილოეთ ჰოლანდიის მინდვრებს ასახავს, დაგარწმუნებთ, რომ ნამდვილი გაზაფხულის შესაგრძნობათ, ზუსტადაც, რომ ჰოლანდიას უნდა ესტუმროთ.
ვიდეო ადგილობრივი ფერმერების დახმარებით ალბერტ დროსმა გადაიღო
სანამ ამ შთამბეჭდავ ფოტოებს ნახავთ კი გეტყვით, რომ არსებობს საინტერესო ფაქრტი ტიტების მინდვრების შესახებ, რომ ისინი ყოველწლიურად იცვლიან ადგილმდებარეობას, რადგან შეუძლებელია ერთმა ნერგმა ორი წლის განმავლობაში მოისხას ყვავილი.
ჰოლანდიაში მოგზაურობას და ამ ულამაზესი ტიტების მინდვრების მონახულებას თუ გადაწყვეტთ, არ დაგავიწყდეთ imedi L-ის სამოგზაურო დაზღვევის აღებაც ონლაინ.