საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი სოციალურ კამპანიას, #SpendYourSummerInGeorgia-ს შეუერთდა და ტურისტებს მოუწოდა, ზაფხული საქართველოში გაატარონ.

"ყველაზე მეტად საქართველოს ბუნებრივი სილამაზე მიყვარს. საქართველოს სუნთქვისშემკვრელ პეიზაჟებს მხოლოდ მისი ისტორიულ-კულტურული სიმდიდრე და ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობა თუ შეედრება. მოდით, გაატარეთ ზაფხული საქართველოში და თავად დარწმუნდით!" — წერს ელიზაბეთ რუდი საელჩოს ოფიციალურ გვერდზე.

კამპანია #SpendYourSummerInGeorgia მოქალაქეებმა მას შემდეგ დაიწყეს, რაც 21 ივნისს ცნობილი გახდა, რომ რუსეთი საქართველოს მიმართულებით ფრენებს კრძალავდა. კამპანია ტურისტული ინდუსტრიისა და ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებაზე ზრუნვის გამო შეიქმენა. მისი მიზანია მსოფლიოს მასშტაბით ტურისტებს მიაწვდინოს ხმა რუსულ ემბარგოზე და ჩვენი ტურისტული პოტენციალი გააცნოს.

გაიგეთ მეტი ტურისტულ ემბარგოსა და საზოგადოების მხარდაჭერაზე:

Facebook კომენტარები