ტავ ჯორჯიას ინფორმაციით, თბილისის საერთაშორიო აეროპორტში ფრენების დაწყებით ორი ევროპული ავიაკომპანია — Air Italy და Scandinavian Airlines (SAS) დაინტერესდნენ.

საქართველოს საავიაციო ბაზარზე შექმნილი ვითარების ფონზე, ტავ ჯორჯიასა და ტავ ჰოლდინგის მარკეტინგის გუნდი აქტიურად აწარმოებს ერთობლივ მოლაპარაკებებს ახალ ავიაკომპანიებთან. თბილისი, როგორც ახალი მიმართულება უკვე შეთავაზებულ იქნა რამდენიმე ევროპული ავიაკომპანიისთვის", — ნათქვამია განცხადებაში.

21 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენები აუკრძალა.

Facebook კომენტარები