უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ, ძალიან ბევრი ადამიანი სტუმრობს გერმანიას. თუ თქვენც მათ შორის ხართ, მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა. გერმანიას უამრავი რამ აქვს, რისი შეთავაზებაც ტურისტებისთვის შეუძლია. თუ ბერლინს სტუმრობთ უამრავი რამ გექნებათ მოსასწრები და ამ ყველაფრით დაღლილს, შეიძლება იმაზე ფიქრის თავი აღარ გქონდეთ, თუ რა ჭამოთ. სწორედ ამიტომ, ვეცდებით შემოგთავაზოთ 15 კერძი, რომლის გასინჯვაც ნამდვილად ღირს. ძალების აღდგენასა და დანაყრებასთან ერთად კი ბერლინის მულტიკულტურულ სამზარეულოსაც გაეცნობით.

ქარივურსტი

ფოტო: Jun Seita/Flickr

ქარივურსტი ბერლინის ტრადიციული კერძია. ორთქლზე მოხარშული სოსისი, რომელიც შემდეგ იწვება და იკმაზება კარით. მოგართმევენ კეტჩუპთან და კარტოფილთან ერთად. ბერლინში წელიწადში საშუალოდ 70 მილიონი ასეთი პორცია იყიდება. ქარივურსტის ჭამას თითქმის ყველგან შეძლებთ, მისი პოვნა ნამდვილად არ გაგიჭირდებათ.

დონერ ქაბაბი

ფოტო: Lauren Travis/Flickr

დონერ ქაბაბი ბერლინის ფასთ ფუდების ლიდერია და ქალაქის მდიდარ თურქულ კულტურას ირეკლავს. ხორცი, სალათი, ნივრის სოუსი და პური მშვენიერი კომბოა გვიანი ღამის წახემსებისთვის.

ბოქვურსტი

ფოტო: chirapbogdan/Shutterstock

საიდუმლო არ არის, რომ გერმანიაში სოსისები ძალიან უყვართ. ამიტომაცაა, რომ დედაქალაქის ტოპ კერძებში ძალიან ხშირად იყენებენ. ბოქვურსტს საქონლის და ღორის შერეული ფარშით აკეთებენ, იკმაზება მარილით, თეთრი წიწაკით და პაპრიკით. მოგართმევენ მრგვალ თეთრ პურთან, მდოგვთან და რა თქმა უნდა ლუდთან ერთად.

კეტვურსტი

ფოტო: Nell Frizzell

ადრე 1970-იან წლებში, როდესაც ბერლინი ჯერ კიდევ კედლით იყო გაყოფილი, საბჭოელებმა გადაწყვიტეს, რომ აღმოსავლეთ ბერლინსაც სჭრდებოდა ახალი, საკუთარი ფავორიტი კერძები. კომუნისტებმა ჰოთდოგები მოიგონეს - კეტჩუპით დაფარული სოსისი პურში. GDR-ის ეპოქის ჰოთდოგის გასინჯვა დღესაც თავისუფლად გასინჯავთ ბერლინში, მათ შორის Schönhauser Allee-ის სტენდთან.

ბურგერმეისტერი

ფოტო: sfreimark/Flickr

ბერლინში ჰიფსტერული ბურგერ ჯოინთების რაოდენობა იზრდება, თუმცა ამ ქალაქისთვის ეს განსაკუთრებულს არაფერს წარმოადგენს. ასეთი ადგილები ძალიან ბევრია, თუმცა ძალიან ცოტა თუ შეედრება ცნობილ Burgermeister-ს, რომლიც კროიზბერგში მდებარეობს და სარკინიგზო თაღებს შორის არის მიმალული. აქ ძალიან გემრიელი ბურგერების მირთმევა რომლებიც ადგილობრივების, ისე ტურისტების ფავორიტია.

თურქიშ თელერი

ფოტო: Charles Haynes/Flickr

ჰუმუსი, ფალაფელი, ტაბული, გრილზე შემწვარი ხორცი, ბოსტნეული, ბრინჯი ან ლობიო - თურქიშ თელერი ტრადიციული გემოების უგემრიელესი ნაზავია. ისეთი ადგილის პოვნა არ გაგიჭირდებათ, სადაც ამ კერძს მოგართმევენ, თუმცა ყველაზე გამორჩეულს ნიუკოლნში გასინჯავთ, სადაც ბერლინელი თურქების უდიდესი ნაწილი ცხოვრობს.

ბერლინური დონატი

ფოტო: Sebastian Koppehel/WikiCommo

გერმანულ დონატებზე საუბარი შეიძლება ცოტა დამაბნეველი იყოს, რადგანაც სიტყვა "ბერლინერ" დონატს ნიშნავს, შიგთავსიან ნამცხვარს. ბერლინში მას პფანქუხენს უწოდებენ რაც დანარჩენი გერმანიისთვის ფენქეიქის მნიშვნელობას ატარებს. ბერლინში ასეთი ტრადიცია აქვთ, ახალი წლის საღამოს ასეთ ნამცხვრებს შორის ერთ ისეთსაც აპარებენ, რომლის შიგნითაც ტკბილი შიგთავსის ნაცვლად მდოგვია. ვისაც შეხვდება მას იღბლიანი წელი ექნება. ასეთ დონატებს ბერლინის მასშტაბით ყველგან ნახავთ.

კეზეშპეცლე

ფოტო: Ungry Young Man Follow/Flickr

სამხრეთ გერმანული კერძი შეიძლება ითქვას გერმანული ყველიანი მაკარონია, რომელიც დედაქალაქში ძირითადად ძალიან უყვართ. ყველაზე კარგი ადგილი ბერლინში, სადაც კეზეშპექსლს მიირთმევთ Lebensmittel-ია, რომელიც მიტტეში მდებარეობს.

კარტოფელპუფერი

ფოტო: zoryanchik/Shutterstock

კარტოფილი ჭეშმარიტად გერმანული საჭმელია და ქვეყანას საკმაოდ ბევრი ტრადიციული კერძი აქვს, რომლის მთავარი ინგრედიენტიც კარტოფილია. განსაკუთრებით გემრიელი კარტოფელპუფერია - კარტოფილის ფენქეიქები, რომელსაც არაჟანთან, მაიონეზთან, ან კეტჩუპთან ერთად მიირთმევენ.

ვაშლის შტრუდელი

ფოტო: Arnold Gatilao/Wikicommons

ვაშლის შტრუდელი კიდევ ერთი ტრადიციული კერძია, რომელიც ძალიან გემრიელია. ვაშლის დესერტს ავსტრიული ფესვები აქვს, თუმცა ბერლინში მას ხშრად ნახავთ. შტრუდელის მირთმევა ყავასთან ერთად არის რეკომენდირებული.

ფალაფელის სენდვიჩი

ფოტო: march.photo/Shutterstock

ბერლინური გემრიელი კერძების უმეტესობა იდეალურად ერგება ხორცის მოყვარულთა გემოვნებას, თუმცა ქალაქი ძალიან მეგობრულია ვეგეტარიანელებისა და ვეგანებისთვის. სტუმრებს თავისუფლად შეუძლიათ იპოვონ ტრადიციული კერძები, ხორცის შემცვლელი ვარიანტებით. კროიზბერგსა და ნიუკოლნში შეგიძლიათ არაჩვეულებრივი ფალაფელის სენდვიჩი მიირთვათ.

შნიცელ ჰოლსტენი

ფოტო: Jeremy Keith/Flickr

შნიცელი გერმანელებისა და ავსტრიელების საყვარელი კლასიკაა, თუმცა შნიცელ ჰოლსტენი ერთგვარ ტვისტს უმატებს კარგად ცნობილ კერძს. პირველად ბორშარდტში, 18 საუკუნეში გააკეთეს გერმანელი დიპლომატისთვის - ფრიდრიხ ვონ ჰოლსტენისთვის. ჩვეულებრივ შნიცელს ანჩოუსები, შემწვარი კვერცხი და კაპერსი დაუმატეს. ბერლინში ეს კერძი შეგიძლიათ ტრადიციულ რესტორანში Weltrestaurant Markthalle-ში გასინჯოთ.

პრეცელი და ლუდი

ფოტო: Jan Keyser / Flickr

პრეცელი და ლუდი იდეალური ბერლინური წყვილია.

ღორის კანჭი

ფოტო: Shebeko/Shutterstock

გერმანული კერძებში ძალიან დიდი რაოდენობით ღორის ხორცს ვხვდებით, ცნობილ გერმანულ ღორის კანჭს კი არაფერი შეედრება. გერმანულად კერძს "ეისბეინ" ეწოდება. ხორცი ორთქლში, ან ჩვეულებრივად იხარშება რამდენიმე საათის განმავლობაში. კანჭს მჟავე კომბოსტოთი და კარტოფილით მოგართმევენ. ხორცის მოყვარულთათვის მშვენიერი ვარიანტია.

ფუჟენი

ფოტო: Sami Keinänen/Flickr

ბერლინში ფუჟენი ძალიან უყვართ, მას ყველგან შეხვდებით. ძვირიან რესტორნებშიც და ჩვეულებრივ ქუჩის დახლებზეც. კერძი აერთიანებს გემოებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ყველაზე კარგად კი მას W-Der Imbiss-ში ამზადებენ. ინდო-მექსიკურ-იტალიური ნაზავი ინტერნაციონალურ გემოს გთავაზობთ, რომელიც ბერლინის მულტიკულუტრალიზმს ირეკლავს.

თუ ბერლინის მონახულებას გადაწყვეტთ არ დაგავიწყდეთ შეიძინოთ იმედი L-ის სამოგზაურო დაზღვევა ონლაინ.

Facebook კომენტარები