ბულგარეთი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში მდებარეობს და აღმოსავლეთიდან შავი ზღვის სანაპირო აკრავს. მართალია, დიდი ტერიტორიით არ გამოირჩევა, თუმცა, ბულგარელები მარტივად ახერხებენ, რომ მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან ჩასული ტურისტი, თავისი უძველესი და ძალიან საინტერესო კულტურით გააოცონ.
თუ შემოდგომის მიწურულს მოგზაურობა გადაწყვიტეთ და გაუსაძლისად ცივი ამინდების მოსვლამდე კიდევ ერთხელ გინდათ სტუმართმოყვარე გარემოში სასიამოვნო დრო გაატაროთ, მაშინ, ბულგარეთი ერთ-ერთი საუკეთესო დანიშნულების ადგილი იქნება.
აი, რატომ:
1. ბულგარეთი ევროპის ერთ-ერთი უძველესი სახელმწიფოა
დიახ, ბულგარეთი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ძველი სახელმწიფოა, რომელიც მეშვიდე საუკუნეში დაარსდა და აღსანიშნავია, რომ ერთადერთი, რომელსაც დაარსებიდან დღემდე, სახელწოდება არ შეუცვლია.
2. მსოფლიოს უძველესი ოქროს ნაკეთობა ბულგარეთის ტერიტორიაზეა აღმოჩენილი
მსოფლიოს უძველესი ძვირფასეულობა, რომელიც ოქროსგანაა დამზადებული ბულგარეთის ტერიტორიაზე, ქალაქ ვარნას დასავლეთ ნაწილშია აღმოჩენილი. გათხრების დროს 6 ათასზე მეტი ნიმუში იპოვეს, რომლებიც ძვ.წ. 4560-4450 თარიღდება.
3. გუდასტვირი ბულგარელების ნაციონალური ინსტრუმენტია
შოტლანდიელებისა და ირლანდიელების გარდა, ბულგარეთი კიდევ ერთი სახელმწიფოა სადაც გუდასტვირი ნაციონალურ მუსიკალურ ინსტრუმენტად ითვლება.
4. ბულგარეთი ვარდების ქვეყანაა
ბულგარეთიდან არამხოლოდ ვარდების, არამედ მისი ზეთის ექსპორტიც ხდება, რომელსაც მსოფლიო ბაზრის 85% უკავია. ეს ყველაფერი კი გვაფიქრებინებს, რომ ვარდი ბულგარეთის სიმბოლოა.
5. იქ საუკეთესო იოგურტს აკეთებენ
ბულგარელების იოგურტი მსოფლიოშია სახელგანთქმული და თუ არასდროს გაგისინჯავთ, მაშინ იქ ჩასვლისას პირველი რაც უნდა ქნათ, არის, რომ ეს უგემრიელესი დესერტი ჭამოთ. მოდი დავწეროთ ამ უნიაკლურ გემოს კი იოგურტს სპეციფიკური ბაქტერიები აძლევენ.
6. მათი ნაციონალური კერძი კიტრი-პომიდვრის სალათაა
ის ფაქტი, რომ ბულგარელების ერთ-ერთი ნაციონალური კერძის მთავარი ინგრედიენტები კიტრი და პომიდორია, კიდევ ერთ მიზეზია, რომ ამ ქვეყანას აუცილებლად უნდა ესტუმროთ.
მართალია ქართული სალათისგან განსხვავებით, ბულგარულ ვერსიას ყველიც აქვს, თუმცა, დარწმუნებული ვართ, რომ ქართულ ორეულს გემოთი არ ჩამოუვარდება.
7. ბულგარეთში იმდენი ღვინოა, რამდენსაც ვერსად ნახავთ
მართალია, საქართველო ღვინის სამშობლოდ არის აღიარებული, თუმცა, ბულგარეთში არაჩვეულებრივი კლიმატია, რათა ბევრი ყურძენი და შესაბამისად ჩვენზე ბევრად მეტი ღვინო ჰქონდეთ.
სწორედ ეს ქვეყანაა მსოფლიოში ყველაზე დიდი ღვინის მწარმოებელი, რომელიც წელიწადში დაახლოებით 200 ათას ტონა ყურძენს გადაამუშავებს.
8. ბულგარეთის დედაქალაქი, სოფია ევროპის მეორე ყველაზე ძველი ქალაქია
საბერძნეთის ათენის შემდეგ, ბულგარეთის დედაქალაქი ევროპის მეორე უძველესი ქალაქია. ქალაქის ისტორია 2 000 წელზე მეტ ხანს ითვლის.
9. ბულგარეთის ტერიტორიის მესამედს ტყე ფარავს
კი, ბულგარეთში ძალიან ბევრი ტყეა, სადაც პლანეტის ერთ-ერთი უძველესი ხეებია შემორჩენილი. მათი მონახულება კი დედამიწის არსებობის ისტორიის უძველეს მონაკვეთში გამოგზაურებთ.
10. თანხმობის ნიშნად ბულგარელები თავს აქეთ-იქით აქნევენ, უარყოფის ნიშნად კი ზევით-ქვევით
ეს ფაქტი ხშირად ხდება ხუმრობის საგანი ადგილობრივებსა და უცხოელ სტუმრებს შორის და შეიძლება თქვენთვისაც სახალისო გამოცდილება აღმოჩნდეს. ეს ტრადიცია ჯერ კიდევ იმ დროიდან მომდინარეობს, როცა ბულგარეთი ოსმალეთის იმპერიის ნაწილად იქცა.
გაინტერესებს, სად უნდა იპოვო ყველზე იაფი ავიაბილეთები? Aviabiletebi.org სწორედ ამისთვის შექმნილი პლატფორმაა. მისი აპლიკაცია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ანდროიდის, ისე iOS სისტემისთვის საშუალებას გაძლევთ, ბილეთების გარდა, ერთ სივრცეში მოძებნოთ სასტუმროებიც, ჰოსტელებიც და Airbnb-ის ბინებიც.