საქვეყნოდ ცნობილი მუზეუმების დაუსრულებელ რიგში დგომა თუ გეზარება და ამასთანავე უცნაური ადგილების მოძიებაც გიყვარს, მაშინ ამ ადგილებმა შეიძლება დაგაინტერესოს. აქ არ მოგიწევს საათობით ფეხზე დგომა და არც ხმაურიან ტურისტთა ატანა — ეს ადგილები მათ გზამკვლევებში იშვიათად ხვდება.


დევიდ ჰესელჰოფის მუზეუმი, ბერლინი

ფოტო: CK Travels

იცოდი, რომ გერმანიაში, კერძოდ კი ბერლინში მდებარე Circus Hostel-ის სარდაფში დევიდ ჰესელჰოფის მუზეუმია მოწყობილი? აქ შეგიძლია დაათვალიერო რეკვიზიტები საკულტო სერიალიდან, მაშველები, იხილო საკულტო ვარსკვლავის პირადი ნივთები და დატკბე მისი პორტრეტებით. 2017 წელს თვით დევიდ ჰესელჰოფი მისივე სახელობის მუზეუმს, როგორც დამთვალიერებელი ისე ესტუმრა.

ფოტო 1: CK Travels

კატების მოტივტივე თავშესაფარი, ამსტერდამი

დედამიწაზე ერთადერთი ცხოველთა მოტივტივე თავშესაფარი არსებობს და იგი, რა თქმა უნდა, ჰოლანდიაშია. ნიდერლანდების დედაქალაქის ქუჩის კატების ეს უნიკალური თავშესაფარი საშუალებას მოგცემს რამდენიმე ათეულ საყვარელ კატას ეთამაშო, ან მათ შორის ყველაზე უჟმურებს მხოლოდ თვალი შეავლო. ამჟამინდელი თავშესაფარი ერთ დროს კატების მოყვარული ქალბატონი ვიიდლის სახლი გახლდათ.

ფოტო 2: Muhammed Muheisen / National Geographic

მინი-ევროპის პარკი, ბრიუსელი

ფოტო: Mini-Europe

ბელგიის დედაქალაქის გარეუბანში შეგიძლია მთელი ევროპის ღირშესანიშაობები ერთდროულად დაათვალიერო, თუმცა მცირედი განსხვავებით — გამოფენილი მაკეტები მინიატურული ზომისაა. მინი-ევროპის პარკში 350-ზე მეტი მინიატურული ადგილია წარმოდგენილი.

ფოტო 1: Mini-Europe

მიწისქვეშა არტ-გალერეა, სტოკჰოლმი

ფოტო: Luis Rodriguez

სტოკჰოლმის მეტროს ხშირად "მსოფლიოს ყველაზე გრძელ არტ-გალერეას" უწოდებენ. 90 სადგურისგან შექმნილი მიწისქვეშა ქსელი თანამედროვე ხელოვნების საგამოფენო სივრცეც გახლავთ. აქ შეგიძლია იხილო ნახატები, ინსტალაციები და სკულპტურები. მეტროს კედლების გამოქვაბულის მსგავსი ფაქტურა ამ მიწისქვეშა სივრცეს ნამდვილად განუმეორებელს ხდის.

ფოტო 1: Luis Rodriguez

ალქიმიისა და ჯადოქრობის მუზეუმი, პრაღა

ფოტო: Mysteria Pragensia

ჩეხეთის დედაქალაქის ისტორიის შავ-ბნელი მხარე თუ გაინტერესებს, აუცილებლად უნდა მოინახულო პრაღაში მდებარე ალქიმიისა და ჯადოქრობის მუზეუმი. ამ პატარა სივრცეში ერთად არის თავმოყრილი რეალური არტეფაქტები და ნივთები, რომლებიც გასული ეპოქის ალქიმიკოსებისა და ჯადოქრების საკუთრებას წარმოადგენდა.

ფოტო 2: Mysteria Pragensia


გაინტერესებს, სად უნდა იპოვო ყველზე იაფი ავიაბილეთები? Aviabiletebi.org სწორედ ამისთვის შექმნილი პლატფორმაა. მისი აპლიკაცია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ანდროიდის, ისე iOS სისტემისთვის საშუალებას გაძლევთ, ბილეთების გარდა, ერთ სივრცეში მოძებნოთ სასტუმროებიც, ჰოსტელებიც და Airbnb-ის ბინებიც.

Facebook კომენტარები