ახალგაზრდა ევი ფარელმა სამსახური მიატოვა და ექვსი წლის ქალიშვილთან ერთად სამოგზაუროდ გაემგზავრა. ამ ნაბიჯის გადადგმა ევიმ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მისი უახლოესი მეგობარი 42 წლის ასაკში სიმსივნით გარდაიცვალა.

ევი ფარელს 30,000 ავსტრალიური დოლარი ჰქონდა დანაზოგის სახით, რომელიც მან მთლიანად მოგზაურობისთვის გადადო.

„ჩემი მეგობარი გასაოცარი, მომხიბვლელი და ენერგიული ქალი იყო. ორ შვილს ზრდიდა. მისმა სიკვდილმა მიმახვედრა, რომ ცხოვრება მოკლეა და ადამიანები ყოველი შესაძლებლობით უნდა დავტკბეთ, სანამ ცოცხლები ვართ“ - ყვება ევი ავსტრალიურ მედიასთან საუბრისას.

ფოტო: Instagram

43 წლის ევი საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია. სანამ მოგზაურობას გადაწყვეტდა, ის სიდნეიში მაღალანაზღაურებად თანამდებობას იკავებდა.

„ცხოვრება გაცილებით მეტია, ვიდრე მაგიდასთან ჯდომა და ფულის შეგროვება. ჩვენ მთელი წლის განმავლობაში მხოლოდ ერთი ზურგჩანთით ვმოგზაურობთ. ამის მიუხედავად, მე არ ვაპირებ ძველ ცხოვრებასთან დაბრუნებას".

ფოტო: Instagram

დედა და შვილი სამოგზაუროდ 2016 წლის თებერვალში გაემგზავრნენ და გასული თერთმეტი კვირის განმავლობაში უკვე მოინახულეს ცამეტი ქვეყანა, მათ შორის: ინდონეზია, სინგაპური, მალაიზია, ტაილანდი, ვიეტნამი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და ჩინეთი. „ვფიქრობ, ათი წლის შემდეგ ჩემი შვილი მადლიერი იქნება, რომ ნაცვლად ახალი ტექნიკისა, ასეთი საოცარი მოგზაურობა ვაჩუქე“ - აღნიშნავს ევი ფარელი.

ამ საოცარი მოგზაურობისთვის თვალის დევნება Instagram-ზე შეგიძლიათ.

ფოტო: Instagram

Facebook კომენტარები