მათ ვისაც განსხვავებული შთაბეჭდილებების მიღება სურს, The Guardian სამოგზაუროდ 40 საუკეთესო დანიშნულების ადგილს სთავაზობს. გარდიანმა არჩევანი იმ ქალაქებსა და ქვეყნებზე შეაჩერა, სადაც მათი აზრით საინტერესო კულტურა, მუზეუმები და ბევრი გასართობი ადგილია, მათ შორის არის თბილისიც.

"თბილისის თანამედროვე კულტურული რევოლუცია 2011 წლიდან დაიწყო, როდესაც ქალაქში უამრავი მიმზიდველი ადგილი გაჩნდა. რესტორანი შავი ლომი, კლუბები ბასიანი და ხიდი, ბარი გალერი და Success Bar, ნამდვილად იმსახურებენ თქვენს ყურადღებას. საქართველოს დედაქალაქში უამრავ ახალ გამოფენასაც იხილავთ, სადაც ნიჭიერი ქართველი არტისტების, ძალიან შთამბეჭდავი პროექტებია გამოფენილი" - წერს გარდიანი.

თბილისი

ფოტო: Anton_Ivanov / Shutterstock

სამოგზაუროდ 40 საუკეთესო დანიშნულების ადგილებს შორის საბერძნეთი, მალტა, ბრატისლავა, ეგვიპტე, სამხრეთ აფრიკა, სამხრეთ კორეა, კანადა და აშშ-ც მოხვდნენ.

Facebook კომენტარები