როგორც იქნა ნანატრი შვებულება მოახლოვდა, მაგრამ ჯერ არ გადაგიწყვეტიათ სად წახვიდეთ დასასვენებლად?! მაშინ განაგრძეთ კითხვა და ნახეთ Thrillist-ის მიერ გამოქვეყნებული სია, სადაც ქვეყნების მიხედვით, სამხრეთ აზიის, თხუთმეტი ყველაზე ლამაზი ადგილია დასახელებული.
აი ისინიც:
1. ბრუნეი
ფოტო: HOLGER LEUE/LONELY PLANET IMAGES/GETTY IMAGES
ბრუნეი სამხრეთ აზიის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქვეყანაა, ტურისტები აქ ძირითადად სულთან ომარ ალის მეჩეთის სანახავად ჩადიან.
2. ლაოსი
ფოტო: EM7/SHUTTERSTOCK
ლაოსი დამსვენებლებს თავისი შთამბეჭდავი ჩანჩქერებითა და კამკამა, გამჭვირვალე ტბებით იზიდავს.
3. მალაიზია
ფოტო: NORA CAROL PHOTOGRAPHY/MOMENT/GETTY IMAGES
ბორნეო მალაიზიის ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული კუნძულია, სადაც ჯუჯა სპილოების, გიგანტური ორანგუტანგებისა და დათვების ნახვა შეგიძლიათ.
4. ფილიპინები
ფოტო: PRAPASS PULSUB/MOMENT/GETTY IMAGES
თუ ტალახში სიარულისთვის და დაუვიწყარი თავგადასავალისთვის მზად ხართ, მაშინ ფილიპინებში გაემგზავრეთ. აქ ჰორიზონტზე გადაშლილ დაუსრულებელ ბრინჯის ტერასებს იხილავთ.
5. აღმოსავლეთ ტიმორი
ფოტო: DAVID KIRKLAND/PERSPECTIVES/GETTY IMAGES
აღმოსავლეთ ტიმორში სულ რამდენიმე ათასი ადამიანი ცხოვრობს, მაგრამ უნიკალური ბუნებითა და წყლებით, ის ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული ტურისტული ადგილია.
6. კამბოჯა
ფოტო: BLUEORANGE STUDIO/SHUTTERSTOCK
კამბოჯის განუმეორებელი ფლორა და ფაუნა აქ არსებული ძალიან დაბალი და ხელმისაწვდომი ფასების ფონზე მოგზაურებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი ხდება.
7. მიანმარი
ფოტო: THATREE THITIVONGVAROON/MOMENT/GETTY IMAGES
მიანმარის უძველეს ქალაქ ბაღგანში ყოველ საღამოს შთამბეჭდავი ფოიერვერკი და ჩამავალი მზის ფონზე მოლივლივე მფრინავი ბურთები შეგიძლიათ იხილოთ.
8. ვიეტნამი
ფოტო: VI NGOC MINH KHUE/MOMENT/GETTY IMAGES
თავგადასავლების მოყვარულები ვიეტნამში აუცილებლად უნდა გაემგზავროთ, რადგან აქ უამრავი კუნძულია სადაც უძველეს სოფლებს შორის ნავებით გადაადგილებას და საუკეთესო დროის გატარებას შეძლებთ.
9. ტაილანდი
ფოტო: MONGKOL CHUEWONG/MOMENT/GETTY IMAGES
ტაილანდი თავისი განუმეორებელი კერძებით აუცილებლად გაამართლებს თქვენს იმედებს. აქ თქვენთვის უჩვეულო, მაგრამ უგემრიელესი დელიკატესები დაგხვდებათ.
10. სინგაპური
ფოტო: SBOON IMAGES/PERSPECTIVES/GETTY IMAGES
სინგაპური სამხრეთ აზიის პატარა მარგალიტია, სადაც ულამაზეს ბუნებასთან ერთად, თანამედროვე არქიტექტურის შთამბეჭდავი ნიმუშები შეგიძლიათ იხილოთ.
