მოძებნე ავიაბილეთები
აირჩიე მიმართულება და თარიღები — შეადარე ხელმისაწვდომი შეთავაზებები.
პარტნიორული ძიება · ფასები და ხელმისაწვდომობა იცვლება.
საქართველოს და სენტ-კიტსი და ნევისის ფედერაციას შორის სავიზო რეჟიმი უქმდება. შეთანხმებას გაეროში საქართველოს ელჩი, კახა იმნაძე მოაწერს ხელს. უფლებამოსილება მას პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მიანიჭა.
სენტ-კიტსი და ნევისის ფედერაცია კარიბის ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. იგი სენტ-კიტსისა და ნევისის კუნძულებისაგან შედგება. დედაქალაქია ბასტერი, რომელიც კუნძულ სენტ-კიტსზე მდებარეობს.









